მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მინისტრის ინფორმაციით, 2021 წელს დეკლარირებულად 4%-ით მეტი დასაქმდა, ვიდრე 2019 წელს

620e2aba1e264
ინგა მურუსიძე
17.02.22 16:47
1636
2021 წელს დასაქმებულთა დეკლარირებულმა რაოდენობამ 2019 წლის მაჩვენებელს 4%-ით გადააჭარბა , - ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა პარლამენტში განაცხადა, სადაც მას „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ.

მინისტრმა პანდემიის პერიოდში ქვეყანაში არსებული ეკონომიკური ვითარება და მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები მიმოიხილა.

„პანდემიის დასაწყისიდანვე, ჩვენ მნიშვნელოვანი ძალისხმევა მივმართეთ ბიზნესის მხარდასაჭერად. ჩვენი მთავარი ამოცანა იყო, თავიდან აგვერიდებინა პანდემიის გრძელვადიან ეკონომიკურ კრიზისში გადასვლა და მქსიმალურად შეგვენარჩუნებინა სამუშაო ადგილები. შედეგად, შემოსავლების სამსახურში დეკლარირებული ინფორმაციების მიხედვით 2021 წელს დასაქმებულთა დეკლარირებულმა რაოდენობამ 2019 წლის მაჩვენებელს გადააჭარბა 4%-ით“, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

ფინანსთა მინისტრის თქმით, 2021 წელი ეკონომიკურად და არა მხოლოდ ძალიან რთულად დაიწყო.

„2021 წელი დაიწყო საკმაოდ რთულად. იანვარში გვქონდა 11.5%-იანი ეკონომიკური კლება და პირველ კვარტალში ეკონომიკა 4.5%-ით შემცირდა, რამაც კიდევ უფრო გაართულა იმ დროისთვის არსებული პარამეტრების მიღწევის პერსპექტივა. ვითარება რადიკალურად შეიცვალა მარტ-აპრილის თვიდან, როცა მარტში დაფიქსირდა დადებითი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, ხოლო აპრილში გვქონდა უპრეცედენტო, 44.8%-იანი ეკონომიკური ზრდა.

ამავე პერიოდში დაიწყო საგარეო ვაჭრობის და სხვა ეკონომიკური ინდიკატორების სწარაფი გაუმჯობესების პროცესიც. საბოლოოდ, 2021 წელს რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ ქვეყანაში 10.6%-ს მიაღწია, რაც თავდაპირველ პროგნოზირებულ მაჩვენებელზე მეტია. ეს კი ნიშნავს, რომ არა მხოლოდ აღვადგინეთ 2020 წლის ვარდნა, არამედ 3.1%-ით გავაუმჯობესეთ 2019 წლის მაჩვენებელი. მაღალი ეკონომიკური ზრდის შედეგად გაიზარდა მშპ-ის ნომინალური მაჩვენებელიც. 2021 წელს 1 სულ მოსახლეზე მშპ-ის დონემ 5000 დოლარს მიაღწია“, - თქვა მინისტრმა.