მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მინისტრის მოადგილე: 2023 წლისთვის 350 მგვტ სიმძლავრის ქარის სადგურები აშენებული იქნება

5db590b7d0d3b
დავით ჯალაღონია
27.10.19 16:45
1301
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის დავით თვალაბეიშვილის განცხადებით, არაუგვიანეს 2023 წლისთვის საქართველოში, ჯემურად 350 მგვტ დადგმული სიმძლავრის სადგურები აშენდება.

"350 მეგავატი მაქსიმალურად იქნება ათვისებული. არ სჭირდება ამას დიდი დრო", – განაცხადა მინისტრის მოადგილემ პარლამენტში, განახლებად ენერგიებთან დაკავშირებით ახალი კანონპროექტის განხილვისას.

მისი განმარტებით, 350 მგვტ არის მაქსიმუმი სიმძლავრე, რაც ამ დროისთვის ქარის სადგურისგან საქართველოს ელექტროსისტემამ შეიძლება, მიიღოს.

"ჩვენ გერმანელ ექსპერტებთან ერთად ჩავატარეთ შესწავლა და აღმოჩნდა, რომ 2023 წლისთვის, იმ რეზერვებით, რაც სისტემაში გვაქვს, დაახლოებით 350 მგვტ სიმძლავრის ქარის სადგურების მშენებლობა შეგვიძლია და დაახლოებით 130 მგვტ–ის მზის სადგურების. უფრო მეტი თუ ავაშენეთ, შეიძლება მოხდეს ისე, რომ ქარი ჩადგეს და მომხმარებლების რაღაც ნაწილი გაითიშოს მომხმარებლების, რადგან სისტემაში რეზერვი არ გვაქვს", – განმარტა დავით თვალაბეიშვილმა.

მისივე ინფორტმაციით, მთავრობას წლის ბოლომდე უკვე ექნება გაფორმებული ხელშეკრულებები სხვადასხვა ადგილებზე ქარის სადგურების პროექტების განხორციელების შესახებ – კასპთან, თბილისთან, იმერეთის ზეგანზე და ა.შ, მათ შორის არის "ნიგოზას ქარის ელექტროსადგურის" პროექტი, 50 მგვტ დადგმული სიმძლავრით.

ცნობისთვის: ამ ეტაპზე საქართველოს ელექტროსისტემას ქსელში მაქსიმუმ 350 მგვტ ჯამური დადგმული სიმძლავრის ქარის სადგურების და 130 მგვტ – მზის სადგურების ინტეგრირების საშუალება აქვს. ამაზე მეტი სიმძლავრის ქარისა და მზის სადგურების ასაშენებლად კი ქვეყანას სარეზერვო სიმძლავრეები სჭირდება, მაგალითად ჰესების სახით, რომლებიც ენერგიის შედარებით არამდგრადი წყაროსგან (ქარი და მზე) ელექტროენერგიის შეწყვეტის შემთხვევაში, მიწოდებას დროულად აღადგენს.