საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის ეკა დგებუაძის განცხადებით, დღეს, განათლების სისტემის პრიორიტეტი არის სკოლებში ჰიგიენა-სანიტარიის მოწესრიგება და ამ მიმართულებით უზარმაზარი სამუშაოები ჩატარდა.
„ამ მიმართულებით წელს, საქართველოს მასშტაბით 600-ზე მეტ სკოლაში ჩატარდა სრული ან ნაწილობრივი რეაბილიტაცია, მოწესრიგდა საპირფარეშოები და ზოგადად ჰიგიენა-სანიტარიის ნაწილი კიდევ უფრო მაღალ ხარისხში ავიყვანეთ. გავხსენით 15 ახალი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკოლა.
სკოლები უზრუნველყოფილი და აღჭურვილია ყველა საჭირო ჰიგიენურ-სანიტარული საშუალებებით, უზრუნველყოფილია წყლით და სხვა.
ამიტომ მინდა მშობლები დავამშვიდო და განვაცხადო, რომ ამ მიმართულებას მკაცრად აკონტროლებს განათლების სამინისტრო, რათა დაცული იყოს თითოეული მოსწავლის ჯანმრთელობის მდგომარეობა.
რაც შეეხება მასწავლებლებისა და მოსწავლეების უსაფრთხოებას, სკოლა მუდმივად ცდილობს მაქსიმალურად დაიცვას ყველა ის წესი და რეკომენდაცია, რასაც ჩვენი კოლეგები ჯანდაცვის სამინისტროდან გვაძლევენ. თუ სკოლაში მასწავლებელს ან სკოლის მოსწავლეს დაუდასტურდა ინფექცია, სკოლის დირექცია დაუყოვნებლივ ატყობინებს ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამის უწყებებს", – განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ.
მისივე თქმით, მუნიციპალური, თუ დიდი ქალაქების დონეზე სწორედ ეპიდემიოლოგების რეკომენდაციების შესაბამისად ხდება სკოლის ან ერთი კონკრეტული კლასის გადასვლა დისტანციურ სწავლებაზე.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
მიმართულებები, რომელსაც ორშაბათიდან ახალი მიკროავტობუსები მოემსახურება
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
"ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკის გახსნაა" - "სილქნეტი" 2020 წელს აფასებს
„თბილისის მიკროავტობუსი“ განცხადებას ავრცელებს
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
რატომ შეიკრიბა 400 ექიმი ჩაქვში? - ღონისძიების ორგანიზატორი