მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მინისტრის მოადგილე: Doing Business-ის რეიტინგში ელიტური ადგილის შენარჩუნება დიდი გამოწვევაა

5db2ad3452c81
თელარა გელანტია
25.10.19 17:45
985
„Doing Business-ის რეიტინგში ამ საპატიო და ე.წ. ელიტური ადგილის შენარჩუნება დიდი გამოწვევაა“, - ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ გაგუამ Doing Business-ის რეიტინგში საქართველოს მე-7 პოზიციის შეფასებისას „საქმის კურსში“ განაცხადა.

„სამომავლოდ ძალიან მნიშვნელოვანია გავაკეთოთ ფოკუსირება ისეთ მიმართულებებზე, სადაც შედარებით დაბალი რეიტინგი გვაქვს. მაგალითად, მაშინ როდესაც ძალიან წინა პოზიციებზე ვართ ბიზნესის დაწყების რეიტინგში, ბიზნეს-გარემოს დახასიათებისას ერთ-ერთი მაჩვენებელია, ასევე, ბიზნესის დახურვა და აქ საკმაოდ ჩამოვრჩებით; კრიტიკული მაჩვენებელი არის გადახდისუნარიანობის რეფორმა, რომელზეც ასე ვთქვათ საკმაოდ ინტენსიურად მიმდინარეობს მუშაობა. იუსტიციის სამინისტრო ხელმძღვანელობს ამ თემას და ჩვენ გვაქვს მოლოდინები, რომ შემდეგი შეფასებისას აღნიშნული რეფორმა სრულად იქნება ასახული საქართველოსთვის ახალი რეიტინგის მინიჭების დროს“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

გარდა ამისა, ნიკოლოზ გაგუა ფიქრობს, რომ "Doing Business-ის რეიტინგში საერთაშორისო ვაჭრობის კომპონენტი ერთ-ერთია, სადაც უკეთ უნდა ვიმუშაოთ.

საქმე იმაშია, რომ საერთაშორისო ვაჭრობის კომპონენტში საქართველოს 45-ე პოზიციაზეა მსოფლიოში.

ცნობისთვის: მსოფლიო ბანკმა Doing Business-ის 2020 წლის ანგარიში გუშინ გამოაქვეყნა. ორგანიზაციის მიერ ჩატარებული გამოკვლევა მსოფლიოს 190 ქვეყანაში მეწარმეობის მხრივ არსებული ვითარების შესწავლას ისახავს მიზნად.

დოკუმენტის მიხედვით, წელსაც საქართველო ბიზნესის კეთების სიმარტივის მხრივ TOP-ათეულში შედის, თუმცა 2019 წლის ანგარიშთან შედარებით, მისი პოზიცია მე-6-დან მე-7 ადგილზე ჩამოვიდა. ეს კი იმის მიუხედავად, რომ ქვეყანამ საკუთარი სარეიტინგო ქულა 0.2 ქულით, 83.7-მდე გაიუმჯობესა, თუმცა, აშშ-ის პროგრესი უფრო დიდი აღმოჩნდა და მან საქართველოს ერთი პოზიციით გაუსწრო. რეიტინგში პირველ ადგილს ახალი ზელანდია იკავებს.