მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მინისტრის მოადგილე: ფაროსანასთან ბრძოლოს ფარგლებში სახელმწიფომ 100 მლნ ლარი დახარჯა

5d7e37240a723
დავით ჯალაღონია
15.09.19 19:20
1052
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის გელა ხანიშვილის ინფორმაციით, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლოს ფარგლებში სახელმწიფოს მიერ 100 მილიონი ლარია დახარჯული.

ამის შესახებ ხანიშვილმა ჟურნალისტებს თხილის მწარმოებელთა ფედერაციის მიერ დარგში, ამ დროისთვის არსებული ვითარების შესახებ გამართული კონფერენციის ფარგლებში განუცხადა.

რაც შეეხება კონკრეტულად მიმდინარე წლის სეზონს, მინისტრის მოადგილე ვარაუდობს, რომ აზიური ფაროსანასაგან ზარალი წელს 2-3%-ის ფარგლებში იქნება.

"თხილის მწარმოებელთა ასოციაციასთან ერთად ჩვენ შევძელთ და ის ღონისძიებები, რაც აზიური ფაროსანას ფარგლებში იყო, გარდავსახეთ მოსავლის მიღების ღონისძიებებში - ანუ ერთის მხრივ, გავანეიტრალეთ აზიური ფაროსანას ზემოქმედება, მეორეს მხრივ კი თხილის სექტორში წარმოება 45 ათას ტონიან ნიშნულს მივუახლოვეთ. ეს იმას ნიშნავს, რომ ექსპორტმა, რაც გასულ წელს განხორციელდა, დაახლოებით 25-30 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, წელს ალბათ 100-110 მლნ დოლარის ფარგლებში იქნება, ანუ თითქმის გაოთხმაგდება", - განაცხადა გელა ხანიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ აზიური ფაროსანა და სხვადასხვა სოკოვანი დაავადებები თხილის პლანტაციებში 2016 წელს გაჩნდა, რის შედეგადაც ქართულმა თხილმა საექსპორტო პოზიციები დათმო.