მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მინისტრის მოადგილე ფოთში პორტის გაფართოებისთვის APM-ის განცხადებაზე პირველ კომენტარს აკეთებს

5e43b8cba1ac6
დათო ჯალაღონია
12.02.20 12:31
1162
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის აკაკი საღირაშვილის განმარტებით, "ეიპიემ ტერმინალს ფოთის" განცხადება ნავსადგურის გაფართოების პროექტის შესახებ, სამინისტრომ გუშინ მიიღო და მისი განხილვა დაიწყო.

BM.GE-ისთან მინისტრის მოადგილე ინვესტორის კონკრეტულ გეგმებზე ამ ეტაპზე ვერ საუბრობს.

“ეს განაცხადი განხილვის, შესწავლის პროცესშია. მე გუშინ გამომიგზავნეს. მათ შორის მიწის (მიწის სამშენებლოდ გამოყენების ნებართვა) საკითხიც არის, ეს არის სამშენებლო ნებართვა და ცხადია, გულისხმობს მიწით სარგებლობასაც, მაგრამ შესწავლის პროცესშია და სხვა კომენტარს ვერ გავაკეთებ", - განაცხადა საღირაშვილმა.

კითხვაზე - APM-ის მიერ წარდგენილი განაცხადი იდენტურია თუ არა იმ პროცედურის, რაც ფოთში ღრმაწყლოვანი ინფრასტრუქტურის მშენებლობის დასაწყებად ინვესტორმა ერთხელ უკვე დაიწყო, მინისტრის მოადგილე პასუხობს, რომ მას განაცხადი პირადად არ უნახავს.

რაც შეეხება "ეიპიემ ტერმინალს ფოთის" განცხადების განხილვას, როგორც აკაკი საღირაშვილი აცხადებს, ეს კანონმდებლობით დადგენილ ვადებში მოხდება.

ცნობისთვის: რამდენიმე საათის წინ “ეიპიემ ტერმინალსმა” გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, 2020 წლის 11 თებერვალს, “ეიპიემ ტერმინალს ფოთმა” მიმართა ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიწათსარგებლობის ნებართვის მისაღებად, ფოთში ახალი, ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობისათვის, რაც წარმოადგენს სამშენებლო ნებართვის მიღების ოფიციალური სამსაფეხურიანი პროცედურის საწყის ეტაპს.