მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მინისტრის მოადგილე: განახლებადი ენერგიების შესახებ კანონს პარლამენტი ერთ კვირაში მიიღებს

5de92a2f47f2a
დავით ჯალაღონია
06.12.19 09:00
1106
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის დავით თვალაბეიშვილის ინფორმაციით, პარლამენტში, ერთ კვირაში დასრულდება „განახლებადი წყაროებიდან ენერგიების წარმოებისა და წახალისების შესახებ კანონის მიღება“.

„ზუსტად ამ კანონის ფარგლებში, საქართველოს მთავრობა მომავალი წლის განმავლობაში ჩამოაყალიბებს კონკრეტულ მხარდამჭერის მექანიზმებს ყველა მიმართულებით, მათ შორის ქარისა და მზის სადგურების მშენებლობის კუთხით. ეს იქნება ის მექანიზმები, რომლებიც საშუალებას მოგვცემს, რომ მაქსიმალურად დავნერგოთ ეს ტექნოლოგიები საქართველოში, რა თქმა უნდა იმის ფარგლებში, რასაც ჩვენი სისტემა იტანს“, - განაცხადა თვალაბეიშვილმა BM.GE-სთან საუბრისას.

აღსანიშნავია, რომ ევროპის ენერგეტიკული გაერთიანება, რომლის წევრიც საქართველო 2017 წლიდან არის, განახლებადი ენერგიების ათვისების ხელშეწყობასთან დაკავშირებით კანონპროექტის მიღებას საქართველოში 2018 წელს ელოდა, თუმცა დედლაინი ერთი წლით დაირღვა.