მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მინისტრის მოადგილე: "ვაკანსიები არსებობს, მაგრამ დამსაქმებლებს უჭირთ კვალიფიკაციური კადრის პოვნა"

5dc7f4c084076
ნუცა ბაზლიძე
10.11.19 15:21
1431
"ვორქნეტზე, ამ ეტაპზე, დაახლოებით 300,000 ადამიანია დარეგისტრირებული, მათ შორის დაახლოებით, 30% არის სოციალურ დახმარებაზე დამოკიდებული შრომისუნარიანი ადამიანი. ამავდროულად, არის 7000-მდე ვაკანსია რომელსაც ვერ ვავსებთ," - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამილა ბარკალაიამ გადაცემა „საქმიანი დილის“ ეთერში.

ბარკალაია დასძენს, რომ აღნიშნული მაჩვენებელი მეტყველებს იმაზე, რომ დამსაქმებლებმა 300,000 ადამიანიდან 7000 ვაკანსიის შესავსები კადრები ვერ იპოვეს, შესაბამისად, სამუშაოს მაძიებლებს სჭირდებათ პროფესიული გადამზადება და თავის წარდგენის უნარების გაუმჯობესება.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განმარტებით, ე.წ სტრუქტურული უმუშევრობა საკმაოდ პრობლემური და გავრცელებულია. ეს გულისხმობს იმ ფაქტორს, რომ უმუშევრების უნარები არ შეესაბამება ბაზრის მოთხოვნებს.

„ბაზარი ვითარდება, ეკონომიკა ვითარდება, ვაკანსიები არის, მაგრამ დამსაქმებლებს უჭირთ შესაბამისი კვალიფიკაციის კადრის პოვნა“ - განმარტავს ბარკალაია.

საკითხე საუბრისას, თამილა ბარკალაია აღნიშნავს, რომ პრობლემის აღმოსაფხვრელად მნიშვნელოვანია სახელწიფოს ჩართულობა, რათა არსებული განსხვავება შეივსოს და მოსახლეობა შესაბამისი კვალიფიკაციით აღიჭურვოს.

„პირველ რიგში, კარგად უნდა იდენტიფიცირდეს რა მოთხოვნა არის ბაზარზე, ასევე სწორად უნდა მოხდეს იმის პროგნოზირება, რა პროფესიები შეიძლება იყოს მოთხოვნადი, 2-5 წლის ჭრილში“ -განმარტავს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე.

დასაქმების საკითხზე საუბრისას, მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა „ვორქნეტის“ მნიშვნელობას და განმარტა, რომ აღნიშნული პლატფრომის მიზანიც სწორედ განათლებასა და ეკონომიკურ განვითარების დაკავშირებისთვის საშუამოვლო სერვისების შექმნას წარმოადგნეს, რაც შრომის ბაზარზე დადებითი გავლენის მატარებელია.