მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მინისტრის მოადგილემ ინფექციური საავადმყოფოს ახალი შენობის სარეკონსტრუქციო სამუშაოები დაათვალიერა

62a43decc6b43
თელარა გელანტია
11.06.22 11:01
1027
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაურმა ინფექციური საავადმყოფოს ახალ შენობაში მიმდინარე სარეკონსტრუქციო - სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.

ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

ახალი კლინიკის რემონტი 14 თვეში უნდა დასრულდეს, იქამდე კი ინფექციური საავადმყოფო არსებულ შენობაში დარჩება. მთავრობამ ინფექციური საავადმყოფოს შენობის რემონტის ₾25-მილიონიანი კონტრაქტი "ანაგთან" გააფორმა.

ილია ღუდუშაურთან ერთად იმყოფებოდა ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე.

როგორც ილია ღუდუშაურმა განაცხადა, სამედიცინო დაწესებულება უახლესი სამედიცინო ტექნოლოგიებით აღიჭურვება და ის ინფექციური საავადმყოფოს სტანდარტებს სულად დააკმაყოფილებს.

ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ახალ შენობაში თანამედროვე, უმაღლესი სტანდარტების მქონე ლაბორატორია, მიმღები და სტაციონარული განყოფილებები მოეწყობა.