მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მინისტრის პირველი კომენტარი ომის დაწყების შემდეგ რუსეთიდან შემოსული მოქალაქეების რიცხვზე

622860f14c77e
მარიამ ვარადაშვილი
09.03.22 12:06
1345

შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტან გომელაურის განცხადებით, მცდარია ინფორმაცია, რომ ქვეყანაში რუსეთის მოქალაქეები დიდი რაოდენობით შემოდიან.

მისი თქმით, ომის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში რუსეთის 20 ათასი მოქალაქე შემოვიდა და მათ შორის არიან ისინი, რომლებმაც საქართველო ტრანზიტად გამოიყენეს. 

“იყო საუბარი იმაზე, რომ თითქოს უპრეცედენტოდ მოიმატა რუსეთის მოქალაქეების შემოსვლამ <საქართველოში>; ეს სიმართლე არ არის. 2020 წელს საზღვარი მთლიანად დაკეტილი იყო. 2019 და 2021 წლებს თუ შევადარებთ დღევანდელ ვითარებას, დაახლოებით, 70%-ია შემოსული, რაც მაშინ შემოდიოდა. <რუსეთ-უკრაინის> ომის დაწყებიდან დღემდე, 13 დღის განმავლობაში 20 ათას ადამიანზე ცოტა მეტია შემოსული, როცა 2019 წელს შემოსული იყო 40 ათასი მოქალაქე. მათ შორის არიან ჩრდილო კავკასიაში მცხოვრები ადამიანები - ჩეჩნები, დაღესტნელები, ინგუშები, რომლებიც ფრენების გაჩერების გამო ჩარჩნენ და ახლა თურქეთში ქირაობენ ავტობუსებს; ოჯახებით მოდიან და ლარის გამშვები პუნქტის საშუალებით გადადიან რუსეთში.


ესეც ითვლება რუსეთის მოქალაქეების შემოსვლად, თუმცა ისინი ქვეყანას ტოვებენ... დაახლოებით, 3 ათასი ადამიანია შემოსული, რომელიც ჯერ არ გასულა...", - აცხადებს ვახტანგ გომელაური.