მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მინისტრის საათის" გრაფიკი ცნობილია - პარლამენტში პირველი ეკატერინე ტიკარაძეს ელოდებიან

5e3802864181f
ინგა მურუსიძე
03.02.20 15:40
923
პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, მთავრობის ყველა წევრი გეგმიურად, "მინისტრის საათის" ფარგლებში უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს წინაშე უნდა წარსდგეს.

ბიუროს დღევანდელ სხდომაზე "მინისტრის საათის" ფორმატში შედგენილი გრაფიკი დამტკიცდა.

კერძოდ, 4-7 თებერვლის პერიოდში სხდომაზე პარლამენტის წინაშე წარსდგება ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე; 18-21 თებერვალს - ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი; 4-6 მარტს -  რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი; 14-16 აპრილს - გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი; 28 აპრილი-1მაისის პერიოდში - შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური;

გეგმის თანახმად, 15 მაისს ელოდებიან პარლამენტში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრ მიხეილ ჩხენკელს; 27-29 მაისს - იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს,  9-12 ივნისს - თავდაცვის მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, 23-26 ივნისს - საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს; 1-4 სექტემბერს - ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას, ხოლო 1-4 სექტემბერს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ ქეთევან ციხელაშვილის მისვლაა დაგეგმილი.