მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მინისტრის თქმით, თურქული მედიკამენტების ნაწილი სამინისტრომ თავად დაარეგისტრირა

62397db444e77
შოთა ტყეშელაშვილი
22.03.22 11:48
844
ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა, რომ თურქული მედიკამენტების ნაწილი სამინისტრომ განსხვავებული მიდგომით დაარეგისტრირა. თუკი აქამდე მედიკამენტის რეგისტრაცია მისი იმპორტიორის განაცხადის საფუძველზე ხდებოდა, სამინისტრომ ჩათვალა, რომ თურქეთიდან შეღავათიანი წამლების იმპორტისთვის აჯობებდა, რომ წამლების ნაწილი იმპორტიორი კომპანიის მომართვის გარეშე, თავადვე დაერეგისტრირებინა.

ამასთან, ზურაბ აზარაშვილი ამბობს, რომ თურქული ბაზრის “გახსნის” შემდეგ, ქვეყანაში უკვე 50-მდე დასახელების პრეპარატი შემოვიდა.

“აფთიაქების რაოდენობა იზრდება და ყოველდღიურად გაიზრდება. გუშინ ჩვენს გვერდზეც გვქონდა პოსტი იმ აფთიაქების შესახებ, სადაც ხელმისაწვდომია ეს მედიკამენტები. უკვე 50-მდე მედიკამენტია ხელმისაწვდომი. აქტიურად გრძელდება ახალი მედიკამენტების რეგისტრაცია. მედიკამენტები, რომელთა დარეგისტრირება პროაქტიულად შეგვეძლო, უკვე განაცხადების გარეშე სამინისტრომ დავარეგისტრირეთ და უკვე ფარმაცევტულ ბაზარს შეუძლია, ყოველგვარი ბიუროკრატიის გარეშე პირდაპირ შემოიტანოს მედიკამენტები და ეს მედიკამენტები რეგისტრირებულია პარალელური რეჟიმით,”- აცხადებს აზარაშვილი.