მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მინისტრმა საერთაშორისო ინვესტორებთან ონლაინშეხვედრები დაიწყო - თემა ევრობონდებია

6075ced7e407d
თამთა ჯიჯავაძე
13.04.21 21:11
507
დღეს, ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველოს სახელით 500 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 5-წლიანი ევრობონდების განთავსებაზე ოფიციალური განაცხადი გამოქვეყნდა.

დღესვე, ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა ონლაინ ფორმატში დაიწყო შეხვედრები საერთაშორისო ინვესტორებთან, რომელიც ხვალაც გაგრძელდება.

აღნიშნული პროცესი უახლოეს დღეებში ლონდონის საფონდო ბირჟაზე 500 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ევრობონდების განთავსებით დასრულდება.

"საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებზე არსებული ვითარების გათვალისწინებით, მოსალოდნელია, რომ ევრობონდებზე დაფიქსირდება მნიშვნელოვნად დაბალი საპროცენტო განაკვეთი 2011 წელს გამოშვებულ ევრობონდებთან შედარებით, რომელიც შეადგენდა 6.875%-ს," - ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში.

შეგახსენებთ, ახალი $500-მილიონიანი საგარეო ვალის აღება 2011 წელს გამოშვებული ევრობონდების რეფინანსირების მიზნით ხდება. ამ ვალის ძირი თანხის - $500 მილიონი დოლარის დაფარვის ბოლო ვადა სწორედ გუშინ იყო. ფინანსთა სამინისტროს განცხადებით მათ ამ ვალდებულების დაფარვა გასულ კვირაში ბიუჯეტში არსებული თავისუფალი სახსრების (ნაშთის) მეშვეობით მოახდინეს.