04.სექტემბერი .2019 15:09

მინისტრობის კანდიდატი - სახელმწიფო მის დაქვემდებარებაში არსებული კლინიკების მართვაში ჩაერთვება

views 1687
უკან

ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სახელმწიფო მის დაქვემდებარებაში არსებული კლინიკების მართვაში აქტიურად ჩაერთვება. ამის შესახებ მან პარლამენტში გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე განაცხადა, სადაც მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ.

“თქვენთვის ცნობილია, რომ ამ დრომდე სახელმწიფო არ იღებდა მონაწილეობას კლინიკების მართვაში. მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომ მნიშვნელოვანი სიახლე განხორციელდება შემდეგ წლებში და სახელმწიფო გადავა ჰოსპიტალური სექტორის აქტიური მართვის ფაზაში, რაც მოკლე ვადაში თანაბარ კონკურენტულუნარიანს გახდის სახელმწიფოს დაქვემდებარებაში მყოფ დაწესებულებებს, ეს კი თავის მხრივ წარმოადგენს მომსახურების ხარისხისა და სახელმწიფო ხარჯების მიზნობრივ და მეტად გარანტირებულ ხარჯვას”,- აცხადებს ეკატერინე ტიკარაძე.

სახელმწიფო კერძო კლინიკების მართვაშიც აპირებს შესვლას - მინისტრობის კანდიდატის ეკატერინე ტიკარაძის განცხადება bm.ge-მ ჯანდაცვის სამინისტროში დააზუსტა. უწყებაში განმარტავენ, რომ მართვაში შესვლაში არ იგულისხმება მხოლოდ სახელმწიფოს დაქვემდებარებაში არსებული სამედიცინო დაწესებულებები. თუმცა, რას გულისხმომბს კლინიკების მართვაში შესვლა და რა მექანიზმით მოხდება ეს, სამინისტროში არ აზუსტებენ და აცხადებენ, რომ ეს უახლოეს მომავალში სპეციალურ პრესკონფერენციაზე გახდება ცნობილი.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა