მინისტრთა კაბინეტში განხორციელებული ცვლილებები, ბიზნესისთვის განსაკუთრებულად არაფერს ცვლის - ასე აფასებს დღეს საქართველოს მთავრობაში გაჟღერებულ გადაადგილებებს კომპანია „დიოს“ მმართველი პარტნიორი თამაზ დაუშვილი.
კონკრეტულად კი, ის მიიჩნევს, რომ ეკონომიკის მინისტრის პოსტზე ნათია თურნავას მაგივრად ლევან დავითაშვილის დანიშვნა, პარტია „ქართული ოცნების“ შიდა პოლიტიკური საკითხია და ამით სამთავრობო პოლიტიკა არ იცვლება.
„ჩემი აზრით, მინისტრთა კაბინეტში ცვლილებები შიდა პოლიტიკური საკითხებია და ეს ცვლილება რაიმე ეკონომიკურ საკითხებთან არ მგონია, კავშირში იყოს, რადგან შესაბამისი განცხადება უნდა გაკეთებულიყო: რა არ მოსწონდათ დღემდე მოქმედი მინისტრის. ვფიქრობ, ეს განსაკუთრებულად არაფერს ცვლის. რა განცხადებებიც მოვისმინე, ეს დასკვნა ვერ გამოვიტანე. მინისტრების ცვლილებით რაიმეს შეცვლის განსაკუთრებული მოლოდინი არ მაქვს, რადგან აქ სამთავრობო პოლიტიკაა მთავარი - როგორ უდგებიან ეკონომიკურ საკითხებს. ასე რომ, დიდი იმედი არ მაქვს, მაგრამ გარკვეული ცვლილებები შეიძლება ვიხილოთ“, - განმარტა თავისი პოზიცია თამაზ დაუშვილმა.
კითხვაზე - რა მიმართულებით უნდა გააქტიურდეს ახალი მინისტრი და როგორ უნდა შეიცვალოს უწყების პოლიტიკა, ბიზნესმენი ამბობს, რომ ოცნების „მთავრობის“ მთავარი შეცდომა მასშტაბური საინვესტიციო პროექტების გაჩერებაა და იმიჯის გამოსწორებაზე სამუშაო ბევრია.
„მთავარი ამოცანა ის არის, რამდენად საინტერესოა ჩვენი ქვეყანა უცხოელი ინვესტორებისთვის და რა სიახლე შეიძლება შესთავაზოს სამთავრობო გუნდმა მსოფლიო ინვესტორებს ამ გამოწვევებიდან გამომდინარე, პოსტპანდემიურ პერიოდში, რომ საქართველოთი დააინტერესონ.
მთავარი საკითხი ბიუროკრატიის მაქსიმალური გამარტივება და ინვესტორებისთვის მეტი ხელშეწყობა უნდა იყოს. ანაკლიის პორტისა და დიდი ჰესების პროექტების გაჩერება ეს ეკონომიკური კუთხით მთავრობის მიერ დაშვებული ყველაზე დიდი შეცდომა იყო. ეს საერთაშორისო ინვესტორებისთვის იყო სიგნალი, რომ ქვეყანაში ინვესტიციები დაცული არ არის. ამან დიდი უარყოფითი ზეგავლენა მოახდინა საინვესტიციო გარემოზე. პანდემია დასრულდება და შიში მაქვს, ინვესტიციების ბუმი კიდევ დიდ ხანს არ გვექნება, რაც ეკონომიკისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“, - განაცხადა დაუშვილმა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ