მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ მინისტრების იგივე შემადგენლობა? - დეპუტატის კითხვა გიორგი გახარიას

5fe2ec842a211
ვიქტორია მღებრიშვილი
23.12.20 11:06
808
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ პარლამენტში, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრებს სამთავრობო პროგრამა გააცნო და ახლა დეპუტატების კითხვებს ისმენს. 

პარლამენტარმა გივი მიქანაძემ მას ორი კითხვით მიმართა. მათგან ერთ-ერთის ინსპირაცია მედიიდან წამოსული შეკითხვებია.  

"ბოლო პერიოდში, მედიასთან ურთიერთობის დროს, ორი ძირითადი საკითხი გამოიკვეთა. რაზეც ძალიან ხშირად ისმევა შეკითხვები. პირველი, მოკლე და მარტივი შეკითხვა - რატომ იგივე მთავრობა, რატომ პრაქტიკულად იგივე შემადგენლობა?მეორე შეკითხვა პოლიტიკურ პროცესებს ეხება, რომელიც ქვეყანაში 31 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შემდეგ განვითარდა - არის შეფასებები, რომ პოლიტიკური კრიზისია, ზოგი ამბობს, რომ ღრმა პოლიტიკური კრიზისია; საინტერესოა თქვენი შეფასება, ისევე როგორც გვაინტერესებს თქვენი მოლოდინები, იმ პოლიტიკური დიალოგიდან, რომელიც მიმდინარეობს?“, - ჰკითხა მიქანაძემ გახარიას.

მას შემდეგ, რაც დეპუტატები კითხვებს დასვამენ, მათ პრემიერობის კანდიდატი უპასუხებს.