“მოლაპარაკებები უნდა ვაწარმოოთ რომელიმე საერთაშორისო ბირჟასთან და საქართველოში შემოსვლაზე დავითანხმოთ” - ამის შესახებ პარტია “ლელო საქართველოსთვის” წევრმა გიგლა მიქაუტაძემ გადაცემა “საქმიანი დილის” ეთერში განაცხადა. როგორც მიქაუტაძე ამბობს, ქვეყანას პოტენციალი აქვს რეგიონში ფინანსურ ცენტრად იქცეს, შესაბამისად, საერთაშორისო ბირჟებთან მოლაპარაკების წარმოება და შემდგომ უკვე მათი ქვეყანაში შემოყვანა “ლელოს” ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი მიმართულება იქნება.
“უნდა ვაწარმოოთ მოლაპარაკებები რომელიმე საერთაშორისო ბირჟასთან და რომელიმე მათგანი დავითანხმოთ საქართველოში შემოყვანაზე. ჩვენ კარგი ანალიზი უნდა გავაკეთოთ იმისა, თუ ჩვენ სამეზობლოში რა სჭირდებათ მსხვილ კომპანიებს იმისთვის რომ საქართველოში თავისი კომპანიები დალისტონ. ძალიან ბევრი კომპანიაა აზერბაიჯანში, სომხეთში, ყირგიზეთში და უზბეკეთში, ეს ეკონომიკები საკმაოდ სწრაფად ვითარდება, და არა ნაკლებად, ვიდრე საქართველო, უფრო სწრაფადაც კი. ამ კომპანიებს ჩვენ უნდა მივცეთ საშუალება, რომ მარტივად, ახლო რეგიონში, მოიზიდონ დამატებითი კაპიტალი.
მეორე მხრივ, ჩვენ გვჭირდება გამართული ბირჟა. ჩვენი ძალებით ამას ვფიქრობ, ვერ შევძლებთ, უნდა ვაწარმოოთ მოლაპარაკებები რომელიმე საერთაშორისო ბირჟასთან და რომელიმე მათგანი დავითანხმოთ საქართველოში შემოყვანაზე. მე როგორც ექსპერტები მეუბნებიან, 10-15 წლის წინ ამაზე საუბარი უკვე იყო, შემდეგ ეს მოლაპარაკებები მთავრობის უუნარობის თუ სურვილის არ ქონის გამო ვერ დასრულდა წარმატებით", -აცხადებს პარტია “ლელო საქართველოსთვის” წევრი გიგლა მიქაუტაძე.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
აუცრელ თანამშრომელს რესტორანში არ ავიყვან - თაკო დოლაბერიძე
თურქეთის ელჩი „ნამახვანჰესზე“: არსებობს მანიპულაცია ფაქტებით... მოვუწოდებ კომპანიას ღიად გამოვიდეს და ილაპარაკოს
თბილისის სამ რაიონში მოსახლეობის ნაწილს წყალი 26 საათით შეუწყდება
კომაროველ ნიკოლოზ ბირკაძეს მასაჩუსეტსის ინსტიტუტი სწავლას $300 000-ით დაუფინანსებს
თბილისის მერია შემოდგომაზე ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპს გეგმავს
ხვალიდან, თბილისში ავტობუსის ახალი ინტეგრირებული მარშრუტი N339 ამოქმედდება
ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ნევროლოგმა საქართველოს „ფაიზერის“ ვაქცინის შესანახი 2 მაცივარი აჩუქა
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი