მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მირანდა მანჯგალაძე: კრიტიკული წერტილების HACCP-ის სტანდარტზე მორგებას სამუშაოები დასჭირდება

608bb7980c277
ლიკა გურაბანიძე
30.04.21 22:24
794
ერთ თვეში ბიზნესოპერატორებს, რომლებიც საცალო ვაჭრობის პუნქტებში სურსათის წარმოება-გადამუშავებას ახორციელებენ ახალი ვალდებულება უჩნდებათ. ყველა ბიზნეს ოპერატორი თუკი სავაჭრო ობიექტზე სურსათის წარმოება გადამუშავებას ახორციელებს, HACCP-ის სტანდარტს უნდა აკმაყოფილებდეს. რა ცვლილებების განხორციელება დასჭირდებათ შესაბამის კრიტერიუმებზე მორგებულ სავაჭრო ობიექტებს? ამის შესახებ “საქმიან დილაში” "რითეილ ასოციაციის" გამგეობის თავმჯდომარემ მირანდა მანჯგალაძემ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამჟამად დამატებით გარკვეული სამუშაოების ჩატარებაა საჭირო.

“სტანდარტზე გადასვლა ნებაყოფლობითი იყო. ის ძალიან დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. თუმცა, რადგან ბაზარზე ძალიან დიდი კონკურენციაა, ყველა ცდილობდა, რომ ეს სტანდარტი დაენერგა და ხარისხი მაღალ დონეზე ჰქონოდა. შესაბამისად, ჩვენს ქსელურ მარკეტებში ეს სისტემა დიდი ხნის დანერგილია, მაგალითად, სურსათის უვნებლობის ეროვნული სააგენტო ჩვენს ობიექტებს ძალიან დიდი ინტენსივობით ამოწმებს.

გარკვეული სამუშაოები კიდევ ჩასატარებელია, მაგალითად, სურსათის მართვის სისტემა და ასევე ობიექტებზე კრიტიკული წერტილების გადახედვა უნდა მოხდეს. მაგალითად, თუ სასურსათო ქსელურ მაღაზიაში ნახევარფაბრიკატი შემოდის, ეს არის კრიტიკული წერტილი და ამის შემდეგ მართვის სტანდარტული ოპერაციული პროცედურა დგება - რა უნდა გაკეთდეს ადგილზე და დეზინფექცირება როგორ უნდა ჩატარდეს.

კრიტიკული წერტილების HACCP-ის სტანდარტზე მორგებას სამუშაოები დასჭირდება, თუმცა ეს კრიტიკული არ იქნება, რადგან ჩვენ ბიზნესთან ინტენსიური კომუნიკაციით და გადამზადებებით შევძლებთ, რომ კანონის აღსრულების ნაწილი კიდევ უფრო დაცული იყოს” - აღნიშნა მანჯგალაძემ.