მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„Мир"–ით საქართველოს ფარგლებში გადარიცხვა კანონდარღვევაა“ – სებ–ის ვიცე–პრეზიდენტი

646e44b8c2db2
ელენე კვანჭილაშვილი
24.05.23 21:00
825
სტატიაში საუბარია:
"რუსული საგადახდო სისტემა Мир–ი არასდროს ყოფილა საქართველოს საფინანსო სისტემის ნაწილი", – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე–პრეზიდენტმა პაპუნა ლეჟავამ ელენე კვანჭილაშვილის „ანალიტიკა“–ში განაცხადა.

სებ–ის ვიცე–პრეზიდენტის თქმით, თუ რაიმე გადარიცხვა ხდებოდა ამ სისტემით საქართველოს ფარგლებში, ეს იყო კანონდარღვევა.

„საფინანსო სექტორს მიღმა თუ რომელიმე ორგანიზაცია დაერთებული იყო მირ–ის სისტემაზე დადასტურებულად არ შემიძლია ვთქვა, თუმცა თუ ასეთი შემთხვევა ხდებოდა ეს კანონმდებლობით საჭიროებს სებ–ში რეგისტრაციას რადგან ექვემდებარება რეგულაციას – განმარტა პაპუნა ლეჟავამ ელენე კვანჭილაშვილის „ანალიტიკა“–ში – ჩვენი რეგულირებადი არცერთი ინსტიტუტი ამ სისტემაზე დაერთებული არ ყოფილა“.

სებ–ის ვიცე–პრეზიდენტი ამბობს, რომ მათთვის წლების წინაც ცნობილი იყო, რომ მირ–ი საქართველოს ფარგლებში – სამაჩაბლოსა და აფხაზეთში მოქმედებდა და ეს მათ ვებგვერდზეც იყო გამოქვეყნებული.

„ამის შესახებ ჩვენ მივმართეთ ყველა იმ ქვეყნის ზედამხედველს ვინც ამავე განცხადებაში იყო ნახსენები და ვთხოვეთ მათ, რომ რადგან ეს სისტემა არღვევდა საქართველოს კანონმდებლობას ამ რეგიონებში, ამის საფუძველზე შეეწყვიტათ მათთან ურთიერთობა და დაებლოკათ ყველა ის ტრანზაქცია, რომელიც სამხრეთ ოსეთიდან ან აფხაზეთიდან იქნებოდა ინიცირებული. რამდენიმემ გაგვცა პასუხი, რომ ასეთ ბანკებს არ ემსახურებიან. ამის მიღმა, სებ–ის არცერთი საზედამხედველო სუბიექტი არ თანამშრომლობს მირ–თან,“ – თქვა პაპუნა ლეჟავამ "ანალიტიკა"–ში.