მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მიშელი: მნიშვნელოვანია EU-ს და საქართველოს შორის კავშირები იყოს ხელშესახები ქართველი ხალხისთვის

621e57641d330
თამთა ჯიჯავაძე
01.03.22 21:22
1225
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ასეთ რთულ მომენტში მნიშვნელოვანია ევროკავშირსა და საქართველოს შორის კავშირები იყოს ნათელი და ხელშესახები ქართველი ხალხისთვის.

როგორც მან აღნიშნა, ევროპულ საბჭოს სურს, საქართველოსა და ევროკავშირს შორის კავშირების გაძლიერების მიზნით, მხარდაჭერის გამოცხადება.

„თქვენთვის ცნობილია ჩემი პირადი დამოკიდებულება და ჩართულობა საქართველოსთან მიმართებით, მაქსიმალურად ვცდილობდი მხარი დამეჭირა თქვენს ქვეყანაში სტაბილურობისათვის, ეკონომიკური და დემოკრატიული რეფორმებისთვის საქართველოში. ევროპულ კომისიასთან, ევროპარლამენტთან ერთად გვსურს, საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული კავშირების გასაძლიერებლად მკაფიო და კონკრეტული მხარდაჭერა გამოგიცხადოთ“, - განაცხადა შარლ მიშელმა.

მისივე თქმით, ამ რთულ დროს, მნიშვნელოვანია მხარდაჭერა.