მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მიშელი, ზელენსკი, სანდუ - ბათუმში საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება

60f17ad612846
BM.GE
16.07.21 16:21
1155
ორშაბათს, 19 ივლისს, ბათუმში გაიხსნება საერთაშორისო კონფერენცია "ვროკავშირის მიზიდულობის ძალა და რეგიონის ტრანსფორმაცია". დაგეგმილი კონფერენციის შესახებ ევროპული საბჭოს ვებგვერდიდან ირკვევა.

საერთაშორისო კონფერენციას დაესწრებიან უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, მოლდოვას პრეზიდენტი მაია სანდუ და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი. ანონსის თანახმად, შარლ მიშელი 19 ივლისს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსაც შეხვდება, შემდეგ კი დაგეგმილია 3 ქვეყნის პრეზიდენტის და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ერთობლივი ბრიფინგი.