მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მიშელის შეთანხმების შესრულებას შემთხვევაში, კანდიდატის სტატუსს უკვე მივიღებდით - პრეზიდენტი

64775c42c9386
BM.GE
31.05.23 18:48
557
საქართვეელოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტს მიმართავს. სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტმა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შესახებ ისაუბრა. მისი განცხადებით, თუკი ქვეყანა 2021 წლის 19 აპრილის (შარლ მიშელის შეთანხმების სახელით ცნობილ) შეთანხმებას დაიცავდა, მაშინ დღეისთვის საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი უკვე ექნებოდა.

საქმე ის არის, რომ შეთანხმებიდან “ქართული ოცნება” ცალმხრივად, 2021 წლის 29 ივლისს გამოვიდა, რის შედეგადაც მისი მეშვეობით გათვალისწინებული საკანონმდებლო ცვლილებების განორციელება აღარ მოხდა.

“მე ამაყი ვარ მედიაციის საფუძველზე შემდგარი პოლიტიკური შეთანხმებებით, მათ შორის, პრეზიდენტ შარლ მიშელთან ერთად მიღწეული 19 აპრილის შეთანხმებით, რომელსაც ხელი პრეზიდენტის რეზიდენციაში, ყველა პოლიტიკური პარტიის დასწრებით მოეწერა. თუმცა სამართლიანი იქნება, თუ ვიტყვით, რომ იმ შემთხვევაში, თუ ამ შეთანხმების შესრულებას შევძლებდით, საქართველოს კანდიდატის სტატუსს უკვე მისცემდნენ,”- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

გუშინ საქართველოს პრეზიდენტი ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს შეხვდა. ივნისში ევროკომისიამ საქართველოს მიერ 12 პრიორიტეტული პუნქტის შესრულების პროგრესზე უნდა მოისმინოს შუალედური ანგარიში.