28.აგვისტო .2020 00:10

“მისმიე“ - ბაზარზე პირველი ქართული "მათრობელა კარტი" გამოჩნდა

views 1039
უკან

„მისმიე“ პირველი ქართული "მათრობელა კარტია", რომლის იდეაც პანდემიის დროს გაჩნდა. „დალიე ან შეასრულე დავალება“ - ესაა მთავარი პრინციპი, რომლის გარშემოც კონცეფცია აეგო. როგორც მისი დამფუძნებელი დავით ხურცილავა ყვება, "ყველაფერი ე.წ Lockdown-ით და შემოსავლის გარეშე დარჩენით დაიწყო".


როგორც ის ამბობს, ჯერ უცხოური ანალოგები შეისწავლა, მოარგო ქართულ რეალობას და პირველი პროტოტიპიც შეიქმნა. იდეამ სამეგობრო წრეში გაამართლა და შემდეგ ბიზნეს იდეად ჩამოყალიბდა.

„იდეის გაჩენიდან პირველივე დღეს უკვე წარმოდგენილი მქონდა, როგორ ითამაშებდნენ ადამიანები „მისმიეს“ ბარებში, სახლში ან ნებისმიერ ადგილას მეგობრებთან ერთად. როცა პირველად დავტესტე და ყველასგან პოზიტიური უკუკავშირი მივიღე, მივხვდი, რომ წარმატება უკვე ახლოს იყო. თამაშის წესები მარტივია - ერთმანეთის მიყოლებით, საათის ისრის მიმართულებით, იღებთ კარტს და ასრულებთ მასზე დატანილ დავალებას, წინააღმდეგ შემთხვევაში სვამთ. თუ მძიმე ალკოჰოლური სასმლის გამოყენებით თამაშობთ, შეგიძლიათ შეამციორთ დალევის რაოდენობა. ნებისმიერ მოთამაშეს შეუძლია, ნებისმიერ დროს გამოეთიშოს თამაშს. თითო დარიგებაში არის ცარიელი კარტი, სადაც მოთამაშეებს თავად შეუძლიათ დაწერონ დავალებები. ცარიელ კარტებზე დატანილი საუკეთესო დავალებების ავტორები გამოვლინდებიან ყოველი თვის ბოლოს და მიიღებენ სიურპრიზს. საუკეთესო დავალების ავტორი კვარტალში ერთხელ გამოვლინდება და საჩუქრად „მისმიეს“ თამაშების მთელს სეტს მიიღებს“, - ამბობს ხურცილავა.

მისივე თქმით, პროტოტიპის შექმნიდან გაყიდვამდე არც ისე მარტივი გზა იყო გასავლელი, რაშიც მას მეგობრები ჯემალ მაღლაფერიძე და ლევან თაღიაშვილი დაეხმარნენ.





"მისმიე“ არ არის მხოლოდ სათამაშო კარტი, ის ადამიანებს ურთიერთობის დამყარებაში ეხმარება და დალევის პროცესს ბევრად უფრო საინტერესოს ხდის. ჩვენი ხედვაა, შევქმნათ ახალი და მუდმივად განვითარებადი სახალისო აქტივობები, რათა თქვენი თითოეული ყლუპი გახდეს უფრო სასიამოვნო და მხიარული. გვსურს, კაფე-ბარებს შემოსავლების გაზრდაში დავეხმაროთ. დაკვირვების პროცესმა აჩვენა, რომ თამაშის დროს, თითოეული მონაწილე 3-4 ჯერ უფრო მეტ სასმელს მოიხმარს, რადგან „მისმიეს“ ცარიელი ჭიქით ვერ გააგრძელებთ", - ამბობენ დამფუძნებლები.

კომპანიას უკვე აქვს საკუთარი Facebook და Instagram გვერდი, რაც მომხმარებლების მოზ იდვის მთავარ საშუალებას წარმოადგენს. მისი შეძენა საქართველოს მასშტაბით ნებისმიერ წერტილშია შესაძლებელი და კურიერი უფასოდ მოგიტანთ. სტარტაპის გუნდი ამაზე გაჩერებას არ აპირებს. „მისმიეს“ ინგლისური ვერსია უკვე შექმნილია და მას მალე მომხმარებელი Kickstarter-ის გლობალურ პლატფორმაზეც იხილავს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა