მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტი პირდაპირ ბმაშია ბიზნესთან და დასაქამებასთან, იმედი გვაქვს, ეს სულისკვეთება ქუთაისის უნივერსიტეტზეც გავრცელდება"

5d82432fb4801
BM.GE
18.09.19 19:00
1534
„ეს არის განსხვავებული მასშტაბის და განსხვავებული შინაარსის პროექტი, რომელიც დაწყებული იდეიდან ვიდრე ამ ეტაპამდე, განხორციელდა მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან აქტიური თანამშრომლობით“ - განაცხადა ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა დღეს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროექტის პრეზენტაციის შემდეგ.

„ჩვენ გვაქვს პატივი, რომ მიუნხენის ძალიან მაღალრეიტინგული და წარმატებული უნივერსიტეტის პრეზიდენტი უახლოეს მომავალში გახდეს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საპატიო პრეზიდენტი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ უზრუნველვყოთ როგორც სასწავლო პროცესის ხარისხი, ასევე თავად უნივერსიტეტის ფილოსოფია და სამომავლო განვითარება. მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტი, როგორც სამეწარმეო ინტერპრემიერული სასწავლებელი, გამორჩეულია იმით, რომ არის პირდაპირ ბმაში ბიზნესთან და დასაქამებასთან. ამიტომ, იმედი გვაქვს, რომ ეს სულისკვეთება ქუთაისის უნივერსიტეტზეც გავრცელდება,“ - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

ვიცე-პრემიერის თქმით, ბევრი სკეპტიკოსი ამბობდა, თითქოს არაფერი ხდებოდა და ბაყაყების ქალაქის ანალოგიაც მოჰყავდათ, თუმცა აღმოჩნდა, რომ ეს არის რეალური პროექტი და მშენებლობა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

„რაც შეეხება ინფრასტრუქტურას, სამუშაოებს ფონდი ქართუ აფინანსებს სრულად. ფონდის წარმომადგენლები უკვე არაერთხელ შეხვდნენ გერმანიის და სხვა ქვეყნების უნივერსიტეტების პროფესორებს მათი მოწვევის მიზნით. სკეპტიკოსებს ვეტყვით, რომ ეს არის პროექტი, რომელიც უკვე ხორციელდება და რომელიც 2020 წლის სექტემბერში პირველ სტუდენტებს მიიღებს,“ - თქვა მაია ცქიტიშვილმა.