მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მიუხედავად პანდემიისა, ჩვენ შევქმენით პირობები ეკონომიკის აღდგენისთვის - თურნავა

609d0644910f4
ინგა მურუსიძე
13.05.21 15:26
478
"მიუხედავად პანდემიისა, ჩვენ შევქმენით პირობები ეკონომიკის აღდგენისთვის", - ამის შესახებ ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

"მიუხედავად იმისა, რომ კოვიდ-პანდემია გრძელდება, ჩვენ შევქმენით პირობები ეკონომიკის აღდგენისთვის. დღეს საგარეო ვაჭრობის სტატისტიკა გამოქვეყნდა და ჩვენი ექსპორტი 70%-ით არის გაზრდილი, ტურიზმის აღდგენა, თანდათანობით,  მიმდინარეობს. სასიცოხლოდ მნიშვნელოვანია,მსოფლიოში ყველამ დაინახოს, რომ საქართველო არის ერთ-ერთი უსაფრთხო მასპინძელი ქვეყანა მსოფლიოში. ამიტომაც შევიყვანეთ ტურისტული სექტორი ასაცრელთა პრიორიტეტულ სიაში. 700-მდე ადამიანის სია გვაქვს, ვისაც ვაქცინაცია სურს და ინტერესი მაღალია", - განაცხადა ნათია თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრი დღეს ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან ერთად "სინოფარმის" ვაქცინით აიცრა და ვაქცინაციის მნიშვნელობაზეც ისაუბრა.

"ვაქცინაცია არის ერთადერთი გზა იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღვადგინოთ ეკონომიკა და ტურიზმი. ვაქცინაცია არის ერთადერთი გზა იმისთვის, რომ ნორმალურ ცხოვრებას დავუბრუნდეთ", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.