მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მიუხედავად ვაქცინაციისა, არსებული გამოწვევები მაინც დაამჩნევს კვალს ტურიზმს - გვენეტაძე

610a67e2c261a
ინგა მურუსიძე
04.08.21 14:25
430

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე აცხადებს, რომ ტურიზმის კუთხით, 2019 წლის მონაცემებზე დაბრუნებას და მის გასწრებას რამდენიმე წელი დასჭირდება. ასე უპასუხა გვენეტაძემ bm.ge-ს მიერ დასმულ კითხვას.დავინტერესდით, თუ როგორია ტურიზმის აღდგენის პროგნოზი და რამდენი პროცენტით აღდგება წელს, ან რამდენ მილიარდს შეიძლება ელოდოს საქართველო საერთაშორისო ტურიზმიდან.

კობა გვენეტაძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ რიცხვები 2020 წელთან შედარებით უკეთესია, 2019 წელთან შედარებით კვლავ ჩამორჩენაა, თუმცა ესეც მნიშვნელოვანი ფაქტორია იმისათვის, რომ სავალუტო შემოდინებების არხი გაიხსნა.

„ვფიქრობთ, რომ რამდენიმე წელი დასჭირდება 2019 წლის მონაცემებზე დაბრუნებას და მის გადასწრებას. პროგნოზის გაკეთება რთულია, რადგან ბევრი რამ არის დამოკიდებული იმაზე, გლობალურად როგორ წარიმართება პანდემია და რამდენად წარმატებულად მოხდება მისი დაძლევა.

მოგეხსენებათ, მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინაცია მიმდინარეობს, სირთულეები მაინც რჩება და აქედან გამომდინარე, ეს აუცილებლად დაამჩნევს კვალს ტურიზმის აღდგენას, თუმცა ისევ და ისევ იქიდან გამომდინარე, რომ მაკროეკონომიკური პოლიტიკის განხორციელება სწორი მიმართულებით მიმდინარეობდა, ვფიქრობ, საქართველოს შეეძლება ამ სირთულესაც გაუმკლავდეს“,- განაცხადა კობა გვენეტაძემ.