მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მივესალმები კანონპროექტის გაწვევის გადაწყვეტილებას - საფრანგეთის ელჩი

6409e0ae4c672
BM.GE
09.03.23 17:36
687
საქართველოში საფრანგეთის ელჩის, შერაზ გასრის განცხადებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონის გაწვევას მიესალმება. დიპლომატი ფართო საზოგადოებას მოუწოდებს მხარდამხარ იმუშაონ ევროპულ გზაზე რეფორმების წარმატებით განხორციელებისთვის.

„მივესალმები უცხოური გავლენების კანონის პროექტის გამოწვევასთან დაკავშირებით განცხადებას. მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, მხარი დავუჭიროთ საქართველოს რეფორმებს მის ევროპულ გზაზე. მოვუწოდებთ საქართველოში ყველა აქტორს, იმუშაონ ერთად, როგორც პარტნიორებმა, ამ მიზნის მისაღწევად,"- განაცხადა საფრანგეთის ელჩმა.

დღეს ცნობილი გახდა, რომ „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობამ გადაწყვიტა, გაიწვიოს პირველი მოსმენით უკვე მიღებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომელმაც მასობრივი საპროტესტო გამოსვლები გამოიწვია.