მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მივიღებთ ათასობით ადამიანს, რომელიც დაკარგავს სამსახურს - "ფორმულას" დირექტორი

61b8c651597f6
თამთა ჯიჯავაძე
14.12.21 20:26
2496
მივიღებთ ათასობით ადამიანს, რომელიც დაკარგავს სამსახურს - ამის შესახებ ტელეკომპანია „ფორმულას“ დირექტორმა ზუკა გუმბარიძემ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც აზარტული თამაშების შესახებ კანონპროექტის შესახებ მიმდინარეობს მსჯელობა.

„მთელი მსოფლიო დაიძრა იმისკენ, რომ რეგულაციები უნდა იყოს გონივრული, ამისთვის საჭიროა ერთად მუშაობა და ანალიზი. მრჩება შთაბეჭდილება, რომ ასეთი ტიპის რეგულაცია არაფერს კარგს არ მოიტანს, მივიღებთ ათასობით ადამიანს, რომელიც დაკარგავს სამსახურს“, - განაცხადა ზუკა გუმბარიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს კანონპროექტს, რომელიც აზარტული თამაშების რეგულირებას, გადასახადების გაზრდას, 1 მლნ მოქალაქისთვის თამაშის აკრძალვას და ამ სფეროს რეკლამირების აკრძალვას ეხება.

ეს ცვლილებები საკანონმდებლო პაკეტის სახით დარეგისტრირდა, თუმცა ამ შემთხვევაში მათ ავტორად არა მთავრობა ან ფინანსთა სამინისტრო, არამედ ქართული ოცნების დეპუტატები - დავით სონღულაშვილი; ლევან მგალობლიშვილი და სხვა პირები არიან მითითებული. 

პარლამენტის საკომიტეტო მოსმენაზე ტელევიზიების ხელმძღვანელებმა საკანონმდებლო პაკეტზე კრიტიკული შენიშვნები დააფიქსირეს და განაცხადეს, რომ ეს მთლიანად სატელევიზიო ინდუსტრიის შემცირებას გამოიწვევს.

აზარტული თამაშების რეგულაციით სარეკლამო ბაზარს 30 მლნ დააკლდება