18.მარტი .2020 17:30

მივიღეთ დავალება ჩვენი პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ გადავაწყოთ - ნათია თურნავა

views 8900
უკან

„აწარმოე საქართველოში“ წარმოების ლოკალიზაციის მიზნით გადაეწყობა, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, უწყებებმა მიიღეს დავალება მოახდინონ წარმოების ლოკალიზაცია და ის მიმართულებები განავითარონ, რომელ პროდუქტებზეც დღეს ყველაზე დიდი მოთხოვნაა.

„გვაქვს მიღებული დავალება მაქსიმალურად მოვახდინოთ წარმოების ლოკალიზაცია და განვავითაროთ საკუთარი წარმოება, განსაკუთრებით იმპორტის შემცველი წარმოება. დღეს აქცენტს გავაკეთებთ იმ დარგებზე და მათ განვითარებაზე, სადაც ჩვენ ვხედავთ, რომ ყველაზე მეტი მოთხოვნა არის დღეს, რათა ნაკლებად ვიყოთ დამოკიდებული იმპორტზე. ამ დარგების და პროგრამების ჩამონათვალს ჩვენ უახლოეს დღეებში წარვუდგენთ პრემიერ-მინისტრს და საკოორდინაციო საბჭოს.

ასევე მე და ლევან დავითაშვილმა მივიღეთ დავალება ჩვენი პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ გადავაწყოთ იმდაგვარად, რომ სწორედ ასეთ ადგილობრივ წარმოებებს შევუწყოთ ხელი, იქნება ეს კვების დეფიციტური პროდუქტების წარმოება თუ რაიმე სხვა“, - განმარტა ნათია თურნავამ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა