მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მივმართავ ქართულ ბიზნესს - სადაც მათ დასჭირდებათ, იქ ვიქნები“ - პრეზიდენტი

60c5bb0f7e63f
ელენე გოგბერაშვილი
13.06.21 12:13
2114

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მონაკოში, კომპანია ასკანელის მიერ ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით ორგანიზებულ ღონისძიებას ესწრებოდა. მან Forbes-სთან ინეტრვიუში წამყვანის კითხვაზე პასუხად ისაუბრა საქართველოს კონსტიტუციის ფარგლებში სად ხედავს საკუთარ როლს და ჩართულობას ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად.

„მე ვარ ყველგან, სადაც ჩემი ყოფნა საჭიროა. პრეზიდენტის მოვალეობაა ხელი შეუწყოს ქართული კულტურის, სპორტისა და ბიზნესის განვითარებას ქვეყნის გარეთ. მე მზად ვარ ამ პროცესებში ჩართულობისთვის, რადგან ვფიქრობ, რომ ჩემი, როგორც პრეზიდენტის ჩართულობა პოპულარიზაციის პროცესს კიდევ ერთ განზომილებას მატებს, რომელიც არ არის წმინდად კომერციული. ამ მხრივ ჩემი კონტაქტების გამოყენება არის არა მხოლოდ ჩემი უფლება, არამედ ჩემი მოვალეობა. ჩემი, როგორც პრეზიდენტის მოვალეობაა, წარმოვადგინო ქვეყნის სხვადასხვა ღირსშესანიშნავი ნაწილები.

გეთანხმებით, რომ მაღალი დონის სამთავრობო ორგანოების მხარდაჭერა ბიზნესისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
მივმართავ ქართულ ბიზნესს - სადაც მათ დასჭირდებათ, იქ ვიქნები"-განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.