მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მიწის სისტემური რეგისტრაციის საკითხი 2024 წლისთვის სამუდამოდ მოგვარდება - ბრეგაძე

61bc85ea120d7
ინგა მურუსიძე
17.12.21 16:54
565
„საკუთრების აღიარებული და უზრუნველყოფილი უფლება დამოუკიდებელი საქართველოს საბჭოთა საქართველოსაგან განმასხვავებელი ერთ-ერთი მთავარი ნიშანი და მრავალი ადამიანის შეუდრეკელი ბრძოლის შედეგია“, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ პარლამენტში, "მინისტრის საათის" ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მინისტრის თქმით, ქვეყანაში მიწის ნაკვეთების 1/3 საჭიროებს რეგისტრაციას, რაც ერთ-ერთი დიდი გამოწვევაა. იუსტიციის სამინისტრომ უკვე მოამზადა საკანონმდებლო ინიციატივა და მომავალი წლის იანვრიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით მიწის სისტემური რეგისტრაცია დაიწყება.

„ჩვენ ვიწყებთ მიწის სისტემურ რეგისტრაციას და ეს საკითხი 2024 წლის ბოლომდე ერთხელ და სამუდამოდ სრულად მოწესრიგდება იმგვარად, რომ სანიმუშოდ იქნება უზრუნველყოფილი ამ ქვეყანაში მცხოვრები თითოეული ადამიანის საკუთრების უფლება“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.