მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა

60dc6c5ca5afc
BM.GE
30.06.21 17:06
970
30 ივნისის ვაჭრობის შედეგად ლარი გაუფასურდა. აშშ დოლართან მიმართებით კურსის ცვლილებამ 0.56 თეთრი შეადგინა, რის შედეგადაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1659 ლარი გახდა. 

სებ-ის ინფორმაციითვე, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.31 თეთრით გაუფასურდა, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.7639 ლარი გახდა. 

დღესვე ლარი თურქული ლირის მიმართ 0.15 თეთრით გაუფასურდა, შედეგად მისი ღირებულება 0.3640 ლარი გახდა. ბრიტანული გირვანქა სტერლინგის საფასური კი 1.22 თეთრით გაიზარდა და 4.3876 ლარს შეადგენს.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 1 ივლისიდან შევა ძალაში.

2021 წლის განმავლობაში სებ-მა ლარის გაცვლითი კურსის მერყეობის შესამცირებლად, ჯამში, 7 სავალუტო აუქციონი განახორციელა და $242.9 მილიონი დოლარი გაყიდა.