13.ნოემბერი .2019 11:00

მიხეილ ჩხენკელი განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრად მეორედ დაინიშნა

views 1950
უკან

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრად მიხეილ ჩხენკელი დაინიშნა.

შესაბამის ბრძანებას პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ხელი დღეს მოაწერა.

მიხეილ ჩხენკელი დღემდე იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი განათლების საკითხებში, 2017-2018 წლებში კი - განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, მანამდე კი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორი.

მიხეილ ჩხენკელს აქვს დოქტორის სამეცნიერო ხარისხი და არის აშშ-ის უნივერსიტეტების პროფესორთა ასოციაციის წევრი.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ ჩხენკელი განათლების მინისტრად გიორგი კვირიკაშვილის პრემიერობის პერიოდში, 8 თვის განმავლობაში - 2017 წლის ნოემბრიდან 2018 წლის ივლისამდე მუშაობდა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა