06.აპრილი .2020 13:38

მიხეილ ჩხენკელი: მიმდინარე სემესტრი არცერთ შემთხვევაში არ ჩავარდება

მიხეილ ჩხენკელი: მიმდინარე სემესტრი არცერთ შემთხვევაში არ ჩავარდება
views 1072
უკან

განათლების მინისტრის ინფორმაციით, მიმდინარე სემესტრი არ ჩავარდება, შესაბამისად, აკადემიურ წლად გამოცხადება ამ ეტაპზე დღის წესრგში არ დგას.

საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჩხენკელმა იმ პროგრამებზე ისაუბრა, რომელსაც ამ ეტაპზე სამინისტრო მოსწავლეებსა და მასწავლებლებს სთავაზობს.

„ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ორგანიზაციამ გამოაქვეყნა ჩარჩო დოკუმენეტი, სადაც კორონავირუსის გამო შექმნილი გამოწვევების დასაძლევად განათლების მიმართულებით, საქართველო შეფასებულია როგორც საუკეთესო მსოფლიოში.

აქ შეფასებულია ის პროექტები, რომელსაც ახორციელებს განათლების სამინისტრო, განსაკუთრებით გამოყოფილია „ტელესკოლა“, რომელიც ხელმისაწვდომობის გარანტიას იძლევა მიუხედავად იმისა, აქვთ თუ არა მოსწავლეებს ინტერნეტთან წვდომა.

დოკუმენტში განხილულია დისტანციური სწავლების სხვა ღონისძიებები, ის პროგრამები რომლებიც სკოლების მიერ არის გამოყენებული. მადლობა, მინდა გადავუხადო ყველას, ვინც ასეთი ენთუზიაზმით ჩართულია დისტანციური სწავლების განხორცილებაში. ყოველივე ეს საშუალებას გვაძლევს, ვთქვათ, რომ ეს სემესტრი აუცილებლად შედგება და არცერთ შემთხვევაში არ ჩავარდება“, - განაცხადა ჩხენკელმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა