11.მარტი .2020 15:47

მიხეილ ჩხენკელი: უახლოეს დღეებში სკოლები და უნივერსიტეტები აკადემიურ გეგმას მიიღებენ

views 471
უკან

"ჩვენი ახალგაზრდების ჯანმრთელობაზე ზრუნვიდან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება საქართველოს მასშტაბით სასწავლო დაწესებულებებში გამოცხადებული არდადეგები ამ ეტაპზე 1-ელ აპრილამდე გახანგრძლივდეს“, - ამის შესახებ განათლების მინისტრ მიხეილ ჩხენკელის მიერ გაკეთებულ განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც ცნობილია, კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, სასწავლო დაწესებულებებში არდადეგები 1 აპრილამდე გახანგრძლივდა.

„მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ სამინისტროს შემუშავებული აქვს კონკრეტული საგანმანათლებლო და აკადემიური გეგმა, რომელსაც სკოლები და უმაღლესი სასწავლებლები უახლოეს დღეებში გააცნობენ მოსწავლეებსა და სტუდენტებს. ეს გეგმა გარანტიას იძლევა იმისა, რომ სასწავლო და აკადემიურ პროცესს ხელი არ შეეშლება“, - აცხადებს მიხეილ ჩხენკელი.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო კოორდინირებული ნაბიჯების გადადგმის მიზნით სხდომებს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით სისტემატურ რეჟიმში განაგრძობს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა