საქართველოს ყოფილი ბიზნესომბუდსმენი და „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის მე-11 ნომერი მიხეილ დაუშვილი პირობას დებს, რომ შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში უმთავრესი ამოცანა ბიზნეს გარემოზე ზრუნვა და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესება იქნება, ვინაიდან ძლიერი ბიზნესი ძლიერი ეკონომიკის და დასაქმების აუცილებელი პირობაა.
ეს განცხადება მან თელავში, 2020 წლის საარჩევნო პროგრამის თემატური პრეზენტაციაზე გააკეთა.
„პირველ რიგში, უნდა ვთქვათ, რომ ბიზნესის განვითარების საფუძვლები არის საკუთრების უფლების ხელშეუხებლობა, ხელსაყრელი ბიზნეს-გარემო და სახელმწიფოს და ბიზნესის ეფექტიანი თანამშრომლობა. ჩვენ ნომერ პირველ მიზნად ვისახავთ იმ ადამიანებისთვის, ვისაც სურს ჩართვა ბიზნესსა და მეწარმეობაში და ასევე, ვინც უკვე მოქმედი მეწარმეა, საქართველო შესაძლებლობების სივრცედ და შესაძლებლობების ეკონომიკად ვაქციოთ“, - განაცხადა ყოფილმა ბიზნესომბუდსმენმა.
ამასთან, საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზე მან ყურადღება სასამართლო სისტემის გამოწვევებზეც გაამახვილა და გარკვეული პირობა დადო.
„როდესაც ვსაუბრობთ სახელმწიფოს და ბიზესის ეფექტიან თანამშრომლობაზე, ჩვენ განვიხილავთ სახელმწიფოს, როგორც სერვისის ეფექტიან მიმწოდებელს. რა თქმა უნდა, ბოლო წლებში, არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა გატარდა სასამართლო სისტემაში, მაგრამ სრულად ვაცნობიერებთ, რომ დღეისთვის კომერციული დავების განხილვის სისწრაფე და ხარისხი ჯერ კიდევ გამოწვევად რჩება. ამიტომ შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში ძალიან მნიშვნელოვანი პრიორიტეტი იქნება ის, რომ ბიზნესს შეეძლოს სწრაფად და ეფექტიანად ხარისხიანი სასამართლო სერვისი მიიღოს და, რა თქმა უნდა, ამის პარალელურად, ხელს შევუწყობთ კომერციული დავების განხილვის ალტერნატიულ მექანიზმებს, არბიტრაჟს და ამის შედეგი იქნება ის, რომ ჩვენს კერძო სექტორს საშუალება ექნება და კომპანიები შეძლებენ თავიანთი დავები და კოემრციული საკითხები სწრაფად და ეფექტიანად გადაწყვიტონ“, - განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ
"კარფურის" 300-ზე მეტი სუპერმარკეტის მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, მილიარდერი მაჯიდ ალ ფუტაიმი გარდაიცვალა