ფინანსთა მინისტრის მოადგილე, მიხეილ დუნდუა წელს საქართველოში $2 მილიარდის უცხოურ ინვესტიციას ელოდება. როგორც ის BM.GE-სთან აცხადებს, საინვესტიციო განწყობა საქართველოსთან დაკავშირებით "ცალსახად პოზიტიურია" და ეს ფაქტებითაა გამყარებული.
"ფაქტი კი არის ის, რომ წელს უცხოური ინვესტიციების ისტორიული მაქსიმუმი გვაქვს. გაიზარდა როგორც ინვესტიციების, ისე რეინვესტიციების მაჩვენებელი. უცხოელი ინვესტორების მხრიდან საქართველოსადმი ნდობა არის უმაღლეს დონეზე, ამ მხრივ, ჩვენი ქვეყანა ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია სხვა ქვეყნებს შორის.
2022 წლის პირველ კვარტალში საქართველოში ინვესტიციების ისტორიული მაქსიმუმი, 568 მილიონი დოლარის უცხოური ინვესტიცია დაფიქსირდა“, - განაცხადა დუნდუამ და დასძინა, რომ 2022 წელს ქვეყანაში შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების რაოდენობა იმის ინდიკატორია, რომ უცხოელი ინვესტორები საქართველოსადმი სულ უფრო მეტ ნდობასა და კეთილგანწყობას გამოხატავენ, რაც საინვესტიციო გარემოს მნიშვნელოვნად აუმჯობესებს.
„როგორც წესი, პირველ კვარტალში ინვესტიციების მაჩვენებელი არის უფრო დაბალი, ვიდრე შემდგომი კვარტლების საშუალო მაჩვენებელი. შემდგომ კვარტლებში საშუალო მაჩვენებელი 500 მილიონ დოლარზე მაღალი იქნება. აქედან გამომდინარე, მოსალოდნელია, რომ საქართველომ წელს $2-მილიარდიანი უცხოური ინვესტიციების ნაკადი მიიღოს“. - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ დუნდუამ.
ცნობისთვის, 2022 წლის პირველ კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ქვეყანაში 436 მილიონი დოლარით მეტი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი
საქართველოში ოქრო გაიაფდა
ქობულეთში, გონიოსა და კვარიათში სასტუმროები, ფაქტობრივად, დაცარიელებულია - “აჭარა ტური”
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი