06.თებერვალი.2016 12:32
ეკონომიკა

მიხეილ გიორგაძე: დაპირება მივიღე, რომ მცხეთა იუნესკოს ძირითად ნუსხაში დაბრუნდება

მიხეილ გიორგაძე: დაპირება მივიღე, რომ მცხეთა იუნესკოს ძირითად ნუსხაში დაბრუნდება
საქართველოს კულტურის მინისტრის მიხეილ გიორგაძის განცხადებით, მცხეთაში ნებისმიერი სახის მშენებლობაზე, ან მიწების გასხვისებაზე მორატორიუმი მას შემდეგ გაუქმდება, რაც იუნესკო ქალაქს ძირითადი ძეგლების ნუსხაში დააბრუნებს.
 
როგორც მინისტრმა "ბიზნესკონტაქტს" განუცხადა, იუნესკო ქართული მხარის მუშაობას, რომელიც მცხეთის განვითარების გენერალური გეგმის შედგენას ითვალისწინებს, დადებითად აფასებს.

"საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლების ნუსხიდან მცხეთის ამოღება და ძირითად ნუსხაში დაბრუნება ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. სრული თავმდაბლობის გარეშე უნდა ვთქვა, რომ ჩვენი გადადგმული ნაბიჯები ამ მიმართულებით - კერძოდ მცხეთის პრობლემის მოგვარების კუთხით, ძალიან პოზიტიურად იყო შეფასებული. მე-40 სესიაზე, რომელიც წელს ზაფხულში სტამბოლში გაიმართება, მე ველოდები და შარშან პრაქტიკულად, დაპირება მივიღე, რომ მცხეთა ძირითად ნუსხაში დაბრუნდება“, - განაცხადა გიორგაძემ და დასძინა, რომ ამ პროცესის წარმატებით დასრულების შემდეგ მცხეთაში მშენებლობასა და მიწების გასხვისებაზე მორატორიუმი მოიხსნება.

"ამ ეტაპზე ეს მორატორიუმი ყველაფერს ეხება - არ ხდება მიწების გასხვისება, არ ხდება ახალი მშენებლობების დაწყება. ბუნბრივია, ის მშენებლობები, რომელიც თავის დროზე გაჩერებული იყო და მცხეთისთვის შეუსაბამო იყო, არც ახლა მიმდინარეობს", - აღნიშნა მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ მცხეთაში აღნიშნული მორატორიუმი გასული წლის 30 ივლისს გამოცხადდა და მთავრობის დადგენილებით, ამ რეჟიმის მოქმედების საბოლოო ვადა მიმდინარე წლის 31 დეკემბერია.
ავტორი: დავით ჯალაღონია

23.აპრილი.2019 17:48
33

"დაგროვებითი საპენსიო სისტემა გადასახადს ჰგავს, თუმცა, არ არის... ამაშია მთელი მარილი"

ვრცლად
23.აპრილი.2019 17:13
76

მაჭავარიანი ომეგას - "თქვენ კაპიკის გადამხდელი არ ხართ"

ვრცლად
23.აპრილი.2019 17:07
61

ფინანსთა მინისტრი: აქციზის ზრდაზე თამბაქოს სექტორის შეკითხვები ლეგიტიმური იყო

ვრცლად
23.აპრილი.2019 17:01
134

ფინანსთა მინისტრი სიგარეტის კონტრაბანდაზე: ტყიდან, ღრიდან გადმოდიან...ამას ვუმკლავდებით

ვრცლად
23.აპრილი.2019 16:36
73

"ომეგა ჯგუფის" შეკითხვები ფინანსთა მინისტრს

ვრცლად
23.აპრილი.2019 16:30
84

მაჭავარიანი ოპოზიციას: "პოპულისტი რომ ვიყო, ვიტყოდი, რომ თქვენ დროს საგადასახადო ტვირთი 12-დან 24%-ზე ავიდა"

ვრცლად