09.მარტი.2016 09:51
ეკონომიკა

მიხეილ ჯანელიძე: ეკონომიკური დიპლომატია საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია

მიხეილ ჯანელიძე: ეკონომიკური დიპლომატია საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია
საგარეო საქმეთა სამინისტრომ ეკონომიკური დიპლომატიის გაძლიერების მიზნით, საელჩოებს კონკრეტული დავალებები მისცა. დიპლომატიურ წარმომადგენლობებში ეკონომიკური კომპეტენციის არსებობის აუცილებლობაზე გიორგი კვირიკაშვილმა საგარეო საქმეთა მინისტრობის დროს ისაუბრა. გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ დიპლომატიურ წარმომადგენლობებში უნდა არსებობდეს კომპეტენცია, რომელიც ადგილზე არის საჭირო ეკონომიკური პროფილის საქმიანობის განხორციელებისთვის. მაშინ კვირიკაშვილმა გამოთქვა სურვილი, დიპლომატიური წარმომადგენლობები აღიჭურვოს იმ ფუნქციით, რომელსაც საქართველოში ინვესტიციების მოზიდვის ფუნქცია ჰქვია.

დაიწყო თუ არა ამ მიმართულებით საგარეო საქმეთა სამინისტრომ მუშაობა და როგორ აპირებს უწყება დიპლომატიურ წარმომადგენლობებში ეკონომიკური კომპეტენციის გაზრდას, "ბიზნესკონტაქტის" ამ კითხვას საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ უპასუხა. მინისტრის თქმით, ეკონომიკური დიპლომატია საგარეო უწყების ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.

"ჩვენ გვაქვს ეკონომიკური დიპლომატია. ეს არის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტი. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა საელჩოების მეშვეობით მეტი შესაძლებლობები შევქმნათ ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის განვითარებისთვის. გვაქვს შესაბამისი ღონისძიებები, რომელსაც ვახორციელებთ. პირველ რიგში, ეს არის უფრო მჭიდრო კომუნიკაცია ბიზნესსექტორთან საქართველოში, შესაბამის ორგანიზაციებთან, ასოციაციებთან. შემდეგ ეს არის ჩვენი საელჩოების და თანამშრომლების აქტიური კომუნიკაცია კომპანიებთან პრიორიტეტულ ბაზრებზე", - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, უწყებამ საელჩოებს კონკრეტული დავალებები უკვე მისცა. "ეს არის ექსპორტის წახალისება და ხელშეწყობა. მაქსიმალურად ვარირების აღმოფხვრა, რაც კომპანიებს შეიძლება შეექმნათ უცხოურ ბაზრებზე. ეს არის საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების ცნობადობის ამაღლება იმ ქვეყნებში, რომელიც ჩვენთვის პრიორიტეტულია ინვესტიციების მოზიდვის კუთხით და ასევე ახალი ტექნოლოგიების და ინოვაციების ხელშეწყობა. ამ მიმართულებით ხდება რეგულარული კომუნიკაცია საელჩოებსა და ცენტრალურ აპარატს შორის. ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტი აქტიურად უწევს კორდინაციას ჩვენი საელჩოების საქმიანობას ამ მიმართულებით. კონკრეტული დავალებები უკვე მიცემულია იმ მიმართულებით რაც ეხლა ჩამოვთვალე", - აცხადებს მიხეილ ჯანელიძე.
ავტორი: ელენე გოგბერაშვილი

19.აპრილი.2019 10:01
121

„საქართველოს რკინიგზის“ ორი თანამშრომელი ე.წ. ატკატის გამო დააკავეს

ვრცლად
19.აპრილი.2019 09:50
62

"საბანკო რეგულაციები ძირითადად დაბალი და საშუალო ბიუჯეტის საცხოვრებელ სახლებს შეეხო"

ვრცლად
19.აპრილი.2019 09:03
104

წელს, McDonald’s-ის ბურგერის პურის საწარმოს მშენებლობა დაიწყება

ვრცლად
19.აპრილი.2019 00:23
138

ისტორიაში უმსხვილესი Ipo-ს TOP-10

ვრცლად
19.აპრილი.2019 00:10
212

Delloway - პირველი ქართული Booking პლატფორმა

ვრცლად
18.აპრილი.2019 23:00
94

მაია ცქიტიშვილი: პანკისის მოსახლეობასთან ბევრ საკითხზე ვისაუბრეთ, მათ შორის ჰესების მშენებლობაზე

ვრცლად