მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მიხეილ კუკავამ PMCG-ის გუნდი დატოვა და IDFI-ს შეუერთდა

633292d8cfb3d
BM.GE
27.09.22 10:05
932
PMCG-ის უფროსმა კონსულტანტმა მიხეილ კუკავამ ორგანიზაცია დატოვა და IDFI-ის გუნდს შეუერთდა. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.

მიხეილ კუკავა ექვსი წლის განმავლობაში მუშაობდა PMCG-ში, რომელიც საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიას წარმოადგენს.

"IDFI-ს ამ მიმართულებით, არაერთი საინტერესო პროექტი აქვს, თუმცა კიდევ უფრო გაფართოება იყო მთავარი გამოწვევა, რამაც მიმიზიდა. თან ექვსი წელი არცერთ (!) სამსახურში არ გავჩერებულვარ. ეს ექვსი წელი არა მხოლოდ გამოცდილების ექვსი წელი იყო. PMCG იზიდავს მართლა არაჩვეულებრივ ადამიანებს, რაც იმდენად დადებით და საინტერესო გარემოს ქმნის, რომ სამსახურში გიხარია მისვლა. 

მე არ ვიცი სხვა კერძო ქართული კომპანია, რომელიც ასეთი მასშტაბით ყიდის პროგრესს რეფორმების და ტექნიკური დახმარების სახით, მითუმეტეს მსოფლიოს ამდენ ქვეყანაში: PMCG 2007 წელს დაფუძნდა, როცა ძალიან ცოტა ადამიანს ესმოდა რა იყო საკონსულტაციო საქმიანობა. PMCG-ის დამფუძნებელს თურმე ხშირად ეკითხებოდნენ, მაინც რას აკეთებთო. როცა ცდილობდა აეხსნა, რომ კომპანია საკონსულტაციო საქმიანობას ეწეოდა, ეუბნებოდნენ აჰა, ანუ აუდიტიო. ზუსტად იგივე მკითხეს გუშინ, როცა ვუთხარი სად ვმუშაობდი. მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დადგენა უმადური საქმეა, თუმცა ყველაფერი ალბათ მაშინ დაიწყო, როცა ხაზინაში სულ 160,000 ლარი იყო (ახლა წარმოდგენაც გვიჭირს) და სულ ცოტა ხანში საგადასახადო შემოსავლების მშპ-სთან ფარდობა 13%-დან 27%-მდე გაიზარდა.

მე არ ვიცი სხვა კერძო ქართული კომპანია, რომელსაც აქვს ასე მყარად ჩამოყალიბებული ღირებულებები, მაგალითად, ფულს დახარჯავს იმაზე, რომ თავისი დაახლოებით 60 თანამშრომელი სამდღიან რითრითზე წაიყვანოს, სადაც დაქირავებულ ფასილიტატორებთან ერთად იმსჯელებს გაფართოებასთან ერთად, როგორ შეუწყოს ხელი თავისუფლებას, პროგრესს, ინოვაციებს, კეთილსინდისიერებას, მულტიკულტურალიზმს მსოფლიოში.

როგორც საიმონ საინეკმა შესანიშნავად თქვა, ხალხი ყიდულობს არა იმას, რასაც აკეთებ, არამედ რატომაც აკეთებ. სწორედ ამ ღირებულებებმა აქცია PMCG ერთ-ერთ ყველაზე სანდო საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიად და მომავალში კიდევ უფრო გაზრდის", - წერს მიხეილ კუკავა.