მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მიხეილ ლომთაძე - კიდევ ერთი ქართველი Forbes-ის მილიარდერთა სიაში

608012abeca3f
ნათია თაქთაქიშვილი
21.04.21 16:25
17796
ბიძინა ივანიშვილის შემდეგ Forbes-ის მილიარდერთა სიაში მოხვდა კიდევ ერთი ქართველი მილიარდერი მიხეილ ლომთაძე -  $3.8 მილიარდის ქონებით და ის 812-ე ადგილს იკავებს. 

Forbes-ი წერს, რომ ყაზახური კომპანია Kaspi-ს დამაარსებლები ვიაჩესლავ კიმი და მიხეილ ლომთაძე მილიარდერები კომპანიის აქციების ლონდონის საფონდო ბირჟაზე განთავსების შედეგად გახდნენ. მიხეილ ლომთაძის ქონება კომპანიის საჯარო განთავსების შემდეგ თავდაპირველად $3.8 მილიარდ დოლარად შეფასდა. თავად Kaspi-მ 2019 წელს შემოსავლის სახით $1.3 მილიარდი დოლარი მიიღო, იმავე წელს მისი წმინდა მოგება $515 მილიონი დოლარი იყო. 2020 წლის პირველ ნახევარში კი ჯგუფმა $740 მილიონის შემოსავალი და $286 მილიონის წმინდა მოგება გამოიმუშავა.

Kaspi საგადასახადო და ფინანსური ტექნოლოგიების ყველაზე დიდი კომპანიაა ყაზახეთში. მას ყოველთვიურად 7 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს.

Kaspi მომხმარებელს საშუალებას აძლევს ციფრულად გადაიხადონ გადასახადები, განახორციელონ სავაჭრო ტრანზაქციები და Paypal-ისა და Klarna-ს მსგავსად შეასრულონ “იყიდე ახლა – გადაიხადე შემდგომ“ ოპერაციები.

ცნობისთვის: მიხეილ ლომთაძე 1975 წელს ბათუმში დაიბადა. მან ბაკალავრის ხარისხი თბილისში, საქართველოს მენეჯმენტის ევროპულ სკოლაში მიიღო, შემდეგ კი სწავლა ჰარვარდის ბიზნესსკოლაში განაგრძო, სადაც მაგისტრის ხარისხიც მიიღო.

ის საქართველოსა და რუსეთში მოღვაწეობდა. 2008 წლიდან კი ყაზახურ „კასპი ბანკს“ ხელმძღვანელობს.

Forbes-ის მილიარდერთა სიაში ამჟამად სულ ორი ქართველი მილიარდერი ირიცხება, მათგან პირველის - ბიძინა ივანიშვილის ქონება $4.8 მილიარდ დოლარს შეადგენს და ის მსოფლიოს რიგით მე-600 უმდიდრესი ადამიანია. მიხეილ ლომთაძე კი $3.8 მილიარდით 813-ე ადგილს იკავებს.