ყაზახური ფინტექ-კომპანია Kaspi-ს დამაარსებლები ლონდონის საფონდო ბირჟაზე განთავსების შედეგად მილიარდერები გახდნენ. თანადამფუძნებელ ვიაჩესლავ კიმის ქონება უკვე $2.5 მილიარდადაა შეფასებული, ხოლო მთავარი აღმასრულებელი ხელმძღვანელისა და თანადამაარსებლის მიხეილ ლომთაძის - $2 მილიარდად. ამის შესახებ ამერიკული Forbes-ი წერს.
Kaspi-ი გადასახადებისა და ფინტექ სერვისების მიმწოდებელი ყველაზე დიდი კომპანიაა ყაზახეთში, 7 მილიონი მომხმარებლით 18 მილიონიანი მოსახლეობიდან. გადასახადებისათვის, სესხებისა თუ საბანკო საქმიანობისთვის განკუთვნილი მათი პლატფორმა - „ყაზახეთში, ხალხის ყოველდღიურობის ნაწილი ხდება”. პანდემიის გამო „მომხმარებლების ადაპტაცია უნაღდო გადასახადების, ელ-კომერციისა თუ ციფრული ფინანსების მომსახურებების მიმართ იზრდება,“ - განაცხადეს კომპანიის წარმომადგენლებმა აქციების პირველადი საჯარო განთავსების დროს.
ცნობისთვის, 2019 წელს, Kaspi-ს წმინდა მოგებამ $515 მილიონს მიაღწია. კომპანია პანდემიის გამო კიდევ უფრო გაიზარდა, შეადგინა რა შემოსავალმა $286 მილიონი მხოლოდ 2020 წლის პირველ ნახევარში.
Kaspi მომხმარებლებს საშუალებას აძლევს ციფრულად გადაიხადონ გადასახადები, განახორციელონ სავაჭრო ტრანზაქციები და Paypal-ისა და Klarna-ს მსგავსად შეასრულონ „იყიდე ახლა - გადაიხადე შემდგომ“ ოპერაციები. 2019 წელს, Kaspi-ს მტკიცებით, კომპანია ყაზახი მომხმარებლების სესხების ბაზრის უდიდეს წილს ფლობდა (ანუ, მთლიანი ბაზრის 32%-ს).
Kaspi-მ პანდემიისგან გამოწვეული პრობლემები მოსახლეობას ტექნოლოგიების დახმარებით მოუგვარა, შედეგად ის კონკურენტთაგან განსხვავებით გაიზარდა. ივნისში, ყაზახური ონლაინ გამოცემა Kazpravda.kz წერდა, რომ Kaspi-ს მთავარმა აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა ლომთაძემ „ხალხის მადლიერების“ მედალი მიიღო ყაზახეთის პრეზიდენტისგან პანდემიის დროს „უანგარო მუშაობისათვის".
ლომთაძემ მაშინ გამოცემას განუცხადა, რომ Kaspi-ს თანამშრომლებმა „დღე და ღამე გაასწორეს“ მომხმარებელთა ანგარიშების გასახსნელად და „საჭირბოროტო სოციალური გადასახადების განსახორციელებლად“. მისივე თქმით, 4.4-მა მილიონმა ადამიანმა მიიღო თანხა კომპანიის აპლიკაციის მეშვეობით.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
მიმართულებები, რომელსაც ორშაბათიდან ახალი მიკროავტობუსები მოემსახურება
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
"ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკის გახსნაა" - "სილქნეტი" 2020 წელს აფასებს
„თბილისის მიკროავტობუსი“ განცხადებას ავრცელებს
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
Leavingstone-ის კლიენტები Netflix-ი და Siemens-ი გახდნენ - კომპანია ბერლინში ოფისის გახსნას გეგმავს
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?