მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მიხეილ სააკაშვილი გლდანის საპატიმროს საავადმყოფოში გადაიყვანეს - პენიტენციური სამსახური

61893dc5cf08a
BM.GE
08.11.21 18:41
13950
ტექსტის განახლება 19:05-ზე

იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გლდანის საპატიმროს სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი. ერთ საათზე მეტი ხნის განმავლობაში უცნობი იყო სააკაშვილის ადგილსამყოფელი.

„ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენციის მიზნით და მომატებული საფრთხეებიდან გამომდინარე პატიმარი მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილია მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან N18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში. დამატებით ინფორმაციას საზოგადოებას ეტაპობრივად მივაწვდით", - ნათქვამია სპეციალური პენიტენციური სამსახურის „ფეისბუკის" გვერდზე.

ტექსტი 18:41-ზე

თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან, დაახლოებით, 50 წუთის წინ აფრინდა Learjet 55-ის მარკის მცირე ზომის კერძო თვითმფრინავი, რომელიც გერმანიაშია რეგისტრირებული ნიშნით - D-CGBR. რეგისტრირებული მონაცემების მიხედვით, აღნიშნული თვითმფრინავი სამედიცინო დანიშნულებისაა და ის პაციენტების გადაყვანისთვის გამოიყენება. 

უცნობია იმყოფება თუ არა აღნიშნულ თვითმფრინავში საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, მისი ადგილსამყოფელი საათზე მეტია უცნობია.

აღნიშნული თვითმფრინავი ამჟამად შავი ზღვის თავზეა. ფრენის მარშრუტის დაკვირვება შესაძლებელია ვებგვერდ www.flightradar24.com-ზე