მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს

6196c2f752f85
თელარა გელანტია
20.11.21 01:50
727
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, პატიმარი მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოათავსეს.

როგორც ცნობილია, აღნიშნული შეთავაზება პატიმარმა მიხეილ სააკაშვილმა 19 ნოემბერს იუსტიციის სამინისტროსგან მიიღო და ისიც დათანხმდა. ყოფილი პრეზიდენტის თქმით, სამხედრო ჰოსპიტალში მოთავსებისთანავე ის შიმშილობას შეწყვეტს.

აღსანიშნია, რომ შიმშილობა შეწყვიტა დეპუტატმა ელენე ხოშტარიამ და პარლამენტის სხვა წევრებმაც.