მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მიხეილ სვიმონიშვილი: „ნაბეღლავი“ კიევისა და ლვოვის მაღაზიებში დაბრუნდა“

62836b8f7853d
ვიქტორია მღებრიშვილი
17.05.22 14:30
1957
„ნაბეღლავი“ კიევის და ლვოვის მაღაზიებში დაბრუნდა - ამის შესახებ მინერალური წყლის მწარმოებელი კომპანია „მარგებელი ჰოლდინგის“ მმართველმა პარტნიორმა და დირექტორმა მიხეილ სვიმონიშვილმა გადაცემა „Forbes კვირაში“ ომის გავლენით კომპანიაში შექმნილ ვითარებაზე საუბრისას განაცხადა.

მიხეილ სვიმონიშვილმა აღნიშნა, რომ ჰოლდინგისთვის პირველი საექსპორტო ბაზარი ომამდე უკრაინა იყო და ამ მიმართულებით ექსპორტის თუნდაც მცირე მოცულობებით აღდგენა მათთვის სასიხარულოა.

„საქართველოში, დღეს თითქმის ყველა კომპანია, შექმნილ ვითარებაში პრობლემების წინაშე დგას. „მარგებელი ჰოლდინგის“ პირველი საექსპორტო ბაზარი უკრაინა იყო, მაგრამ ჩვენ ყოველთვის ვმუშაობდით დივერსიფიკაციაზე. ამასთან, ჩვენ კომპანიის სიცოცხლისუნარიანობას, მრავალწლიან ჭრილში ვუყურებთ. სტრუქტურულად კომპანია სწორადაა აწყობილი და ამა თუ იმ ძლიერი შოკის გასაძლებად მზადაა. რა თქმა უნდა, რთულია და გვაქვს დანაკარგები ექსპორტში, მაგრამ 5 მლნ ბოთლით უფრო მეტს გავყიდით თუ ნაკლებს, ამაზე მეტად ის მორალური შოკი გვაწუხებს, რაც უკრაინაში ხდება. შესაბამისად, ჩვენს დანაკარგებს ასე პირდაპირ არ ვუყურებთ.

გაკვირვებული დავრჩი, როცა ერთი კვირის წინ უკრაინიდან პირველი შეკვეთები მივიღეთ, ეს ჩემთვის ერთ-ერთი დიდი სიხარული იყო, არა რაოდენობის გამო, არამედ პრეცენდენტის გამო, რადგან ჩვენი პროდუქტი (ნაბეღლავი) კიევისა და ლვოვის მაღაზიებში დაბრუნდა“, - განაცხადა მიხეილ სვიმონიშვილმა.

ცნობისთვის: დღეისთვის „მარგებელი ჰოლდინგის“ წარმოება „ნაბეღლავის“ და ბახმაროს მინერალური და მტკნარი წლებს, Rauch-ის წვენებს, მარნეულის სასურსათო ქარხნის სხვადასხვა დასახელების პროდუქტს აერთიანებს, თუმცა ჰოლდინგის მართვაში მიწათმოქმედების და სადისტრიბუციო ბიზნესებიცაა.