ჩემთვის დიდი პატივია, რომ დღეს კიდევ ერთი დიდი მსოფლიო აღიარება მოვიპოვეთ - ექსპორტის სტიმულირებისა და მხარდაჭერის კუთხით „აწარმოე საქართველოში“ საუკეთესო უწყებად დასახელდა და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციისა (WTO) და გაერო-ს ერთობლივი სააგენტოს - საერთაშორისო სავაჭრო ცენტრის (ITC) WTPO Awards-ის მსოფლიო ჯილდო გადმოეცა, - ამის შესახებ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა განაში, WTPO Awards-ის მასშტაბური საერთაშორისო დაჯილდოების შემდეგ განაცხადა.
WTPO Awards-ის საერთაშორისო ჯილდო გადაეცემათ ორგანიზაციებს, ვინც ხელს უწყობს კომპანიებს საექსპორტო პოტენციალის ზრდაში, ექსპორტის მიმართულებით ინოვაციური მეთოდების დანერგვასა და ეფექტური ინიციატივების განხორციელებაში.
„ამ აღიარებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, თუ რამდენად ეფექტიანად მუშაობს ჩვენს ქვეყანაში სახელმწიფო პროგრამები. საქართველოს სახელი კი კვლავ გაჟღერდა მსოფლიო მასშტაბით როგორც ქვეყნის, სადაც ადგილობრივი ბიზნესი, მათ შორის მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოები, წარმატებით ვითარდება სახელმწიფო პროგრამების ხელშეწყობით“, - აღნიშნა მიხეილ ხიდურელმა, რომელსაც ჯილდო პირადად გადასცა ITC-ის აღმასრულებელმა დირექტორმა პამელა ქოუქ ჰამილტონმა.
მისი თქმით, სააგენტოში უდიდესი ადგილი უჭირავს ექსპორტის განვითარებას და ამ მიმართულებით ეფექტური ინიციატივების დანერგვას. „აწარმოე საქართველოში“ აქტიურად ეხმარება ადგილობრივ მეწარმეებს ექსპორტის მიმართულებით და წლიდან წლამდე აფართოებს მათი ხელშემწყობი პროგრამების არეალს.
მიხეილ ხიდურელის განცხადებით, ცოტა ხნის წინ სააგენტომ დაიწყო ექსპორტის სტიმულირების მასშტაბური პროგრამა, რომელიც რომელიც ხელს შეუწყობს ბაზრების დივერსიფიცირებას, ახალ ბაზრებზე შესვლას და ქართული პროდუქტის საერთაშორისო ქსელებში მოხვედრას.
აღსანიშნავია, რომ WTPO Awards-ის წლევანდელი დაჯილდოების ჟიურის წევრი სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი მიხეილ ხიდურელია, როგორც ერთ-ერთი გამარჯვებული ორგანიზაციის წარმომადგენელი.
WTPO Awards ორ წელიწადში ერთხელ ტარდება და მასში 70-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება