08.ივნისი .2021 13:47

მიხეილ ხიდურელი დუბაიში საინვესტიციო კომპანიებს შეხვდა

მიხეილ ხიდურელი დუბაიში საინვესტიციო კომპანიებს შეხვდა
views 478
უკან

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა და დირექტორის მოადგილე თორნიკე ზირაქიშვილმა ქალაქ დუბაიში ინვესტორ კომპანიებთან Dubai Investments, Masharie და Aldar-თან სამუშაო შეხვედრები გამართეს. ინფორმაციას სააგენტო თავად ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრის ფარგლებში საქართველოში არსებული ბიზნესგარემო და საინვესტიციო პოტენციალი პოსტ-პანდემიურ პირობებში განიხილეს.

„კომპანიებმა დაინტერესება გამოხატეს ქვეყანაში არსებული საინვესტიციო შესაძლებლობების მიმართ, კერძოდ, უძრავი ქონების და წარმოების მიმართულებებით. შედეგად, დაიგეგმა სამომავლო ნაბიჯები, მათ შორის, საქართველოში შესაძლო ვიზიტი“, - ნათქვამია "აწარმოე საქართველოს" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.