მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მიხეილ ხიდურელი Investingeorgia-ს განახლებული სტრატეგიის და ვებგვერდის პრეზენტაციას აანონსებს

5de26683bb530
ბექა ბაციკაძე
01.12.19 12:00
1782
„უახლოეს მომავალში ჩვენ გვექნება Investingeorgia-ს განახლებული ვებგვერდის პრეზენტაცია“, - ამის შესახებ bm.ge-ისთან სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელმა მიხეილ ხიდურელმა განაცხადა.

მისი თქმით, სურთ, ინვესტიციების თემის ამოწევა და ამისთვის 6 თვის განმავლობაში დიდი სამუშაო შესრულდა.

ხიდურელის ინფორმაციითვე, სამუშაო პროცესი, ვებპლატფორმის განახლების გარდა, ინვესტიციების მოსაზიდად განახლებული სტრატეგიის შექმნას და სხვა საქმიანობას მოიცავდა.

სააგენტოს ხელმძღვანელის თქმით, Investingeorgia-ს განახლებული ვებგვერდის პრეზენტაცია 20 დეკემბრადე გაიმართება.

„ძალიან ახლოს ვართ რამდენიმე მსხვილი ინვესტიციის შემოტანასთან, რომელზეც დეტალურად პრეზენტაციაზე ვისაუბრებთ“, - აღნიშნა მიხეილ ხიდურელმა.