მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მიზანი 400-დან 20-25 კომპანიის შემოყვანაა“ - ხიდურელი უცხოური ინვესტიციების მოზიდვაზე

5f579aeb7d090
ვიქტორია მღებრიშვილი
08.09.20 22:15
1487
ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ გადაცემა “Forbes-ის კვირაში” განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა ამჟამად 400 საერთაშორისო კომპანიასთან აწარმოებს საინფორმაციო კამპანიას იმის თაობაზე, რომ მათ საკუთარი წარმოებების ნაწილი საქართველოში გადმოიტანონ.

BM.GE-მ ამ საკითხთან დაკავშირებით კითხვა „აწარმოე საქართველოს“ ხელმძღვანელ მიხეილ ხიდურელს დაუსვა, რომლის განცხადებით, სახელმწიფოს მიზანი ამ 400 კომპანიიდან 20-25 კომპანიის შემოყვანაა, რომელიც ინვესტიციას 2 წლის ინტერვალში განახორციელებს.

„ჩვენ თავიდან გავაგზავნეთ წერილები 120 კომპანიასთან. ჩვენ არ გვინდა, რომ 400-ვესთან ერთდროულად დავიწყოთ კომუნიკაცია, იმიტომ რომ ამას უბრალოდ ვერ შევძლებთ და ხარისხი დავარდება.

ახლა 80 კომპანიაზე გაიგზავნა ჩვენი მინისტრის და საქართველოს პრემიერ-მინისტრისგან წერილები, შესაბამისად, უკვე იწყება ახალ ტალღაზე მუშაობა.

მიზანი არ არის და შეუძლებელია 400-ვე კომპანიის დაინტერესება, მიზანია ამ 400 კომპანიიდან 20-25 კომპანია დაინტერესდეს ისე, რომ ორი წლის ინტერვალში მოხდეს ინვესტიციის განხორციელება. მოიაზრება, დაახლოებით, 225 მლნ დოლარის ინვესტიცია და 3500 სამუშაო ადგილის შექმნა,  თუმცა ის ინვესტორები, რომლებიც ინვესტიციით არ დაინტერესდებიან, მათთან კომუნიკაცია უკვე ძალიან სასარგებლოა, რადგან მათ უკვე ძალიან დიდი ინფორმაცია ექნებათ საქართველოზე და ამ ინფორმაციას ისინი თავის კოლეგებთან გაავრცელებენ“, - განაცხადა მიხეილ ხიდურელმა.