მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მიზანი საბიუჯეტო ხარჯების შემცირება არაა" - ვიცე-პრემიერი სოცდაუცველთა პროგრამის რეფორმაზე

619bb2e2ec10a
ვიქტორია მღებრიშვილი
22.11.21 19:30
480
„მიზანი საბიუჯეტო ხარჯების შემცირება არაა, პირიქით, შეიძლება დამატებითი ხარჯებიც გავწიოთ“, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა „იმედის“ ეთერში პრემიერ-მინისტრის მიერ დაანონსებული სოციალურად დაუცველების დასაქმების ახალი პროგრამის შესახებ საუბრისას განაცხადა.

მისი განმარტებით, დამატებითი ხარჯი შესაძლოა მუშახელის კვალიფიკაციის ამაღლებაზე მიიმართოს.

„პრემიერ-მინისტრმა გააჟღერა, რომ შრომის და მუშაობის წახალისება მნიშვნელოვანია, რათა მეტი კეთილდღეობა მიიღონ ამ ოჯახებმა და არა ის, რომ სტაბილურობის შენარჩუნების გამო უფრთხოდნენ ამ შემოთავაზებებს, არამედ ჩაერთონ სამუშაო პროცესში.

ჩვენი მიზანი არ არის საბიუჯეტო ხარჯების ეკონომიის გაკეთება, არ არის ეს ამოსავალი. დღის განმავლობაში ძალიან ბევრი კითხვა იყო და ჩვენ, ერთი მხრივ, ამ შემოსავალს ადამიანებს ვუნარჩუნებთ და ამავე დროს ვაჩენთ დამატებით შესაძლებლობას, რომ შემოსავალი სხვადასხვა სამუშაოს შესრულებით მიიღონ, ეს იქნება მოკლევადიანი, გრძელვადიანი თუ სეზონური სამუშაოები, რათა ერთი მხრივ, მეტი შემოსავალი ჰქონდეთ ამ ოჯახებს და მეორე მხრივ, მიიღონ გარკვეული კვალიფიკაცია.

ეს მულტისექტორული ჩართულობის შედეგად განხორციელდება. წარმოდგენილი ქნება განათლების სამინისტრო, თავისი პროფესიული განათლებით, რათა ამ ადამიანების კვალიფიკაცია ამაღლდეს და უფრო სტაბილური, მაღალშემოსავლიანი სამუშაო მიიღონ მომავალში. ნებისმიერი სამუშაოს შესრულებისას გათვალისწინებულია გარკვეული ტრენინგები, რათა ადამიანების სამუშაოს შესაბამისი კვალიფიკაცია ჰქონდეთ.

მთავარი მიზანი საბიუჯეტო ხარჯების შემცირება არ არის, პირიქით, შეიძლება დამატებითი ხარჯებიც გავწიოთ, მაგრამ დამატებითი ღირებულებაც შევქმნათ ქვეყანაში“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.